მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნინო წილოსანი: რა თქმა უნდა მაქვს სურვილი, რომ ყველა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან განვაახლოთ ურთიერთობები, თუმცა ეს არ არის ის იდეაფიქსი, რომელიც ყველაფრის ფასად შეიძლება იყოს მიღწეული
ნინო წილოსანი: რა თქმა უნდა მაქვს სურვილი, რომ ყველა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან განვაახლოთ ურთიერთობები, თუმცა ეს არ არის ის იდეაფიქსი, რომელიც ყველაფრის ფასად შეიძლება იყოს მიღწეული

ნინო წილოსანი: რა თქმა უნდა მაქვს სურვილი, რომ ყველა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან განვაახლოთ ურთიერთობები, თუმცა ეს არ არის ის იდეაფიქსი, რომელიც ყველაფრის ფასად შეიძლება იყოს მიღწეული

იმედი|imedinews.ge

რა თქმა უნდა მაქვს სურვილი, რომ ყველა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, მეგობარ ქვეყანასთან განვაახლოთ ურთიერთობები, თუმცა ეს არ არის ის იდეაფიქსი, რომელიც ყველაფრის ფასად შეიძლება იყოს მიღწეული, - განაცხადა გადაცემაში "იმედი Live" პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.

მისივე თქმით, საქართველოს ურთიერთობების განახლებისთვის კონკრეტული პირობები აქვს, რომლის იქითაც წითელი ხაზებია.

“ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობა, როგორც გეოპოლიტიკურ რუკაზე, ასევე ჩვენი ქვეყნის სიძლიერე, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მეორე მხრიდანაც არსებობს ბუნებრივი ინტერესი, რომ საქართველოსთან დარეგულირდეს ურთიერთობები. ჩვენ გვაქვს ბევრი უპირატესობა და რაც მთავარია გვაქვს სურვილი პარტნიორებთან განვაახლოთ ურთიერთობები, თუმცა ჩვენი ოპონენტების მსგავსად, ამას მონური მორჩილებით არ შევხედავდი. რა თქმა უნდა მაქვს სურვილი, რომ ყველა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, მეგობარ ქვეყანასთან განვაახლოთ ურთიერთობები, თუმცა ეს არ არის ის იდეაფიქსი, რომელიც ყველაფრის ფასად შეიძლება იყოს მიღწეული. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული პირობები, რომლის იქით უკვე წითელი ხაზია. ეს არის ეროვნული ღირებულებები, სუვერენიტეტი და ხალხის დაკვეთა, რომ ამ ქვეყანამ შეინარჩუნოს საკუთარი თვითმყოფადობა. ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ მბრწყინავ დაპირებებს შევწიროთ ამ ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორია”, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ