მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნინო წილოსანი: სანამ ომის დაწყების თარიღის შეცვლასთან დაკავშირებით გარე მითითებას მიიღებდნენ, წლების განმავლობაში აგენტურაც ამტკიცებდა, რომ ომი 8 აგვისტოს დაიწყო - ამ თემის ირგვლივ სოროსის ფონდს სპეციალური ვებგვერდიც კი ჰქონდა შექმნილი, რომელსაც გულანთებული „ნჯოშნიკები“, აპიარებდნენ
ნინო წილოსანი: სანამ ომის დაწყების თარიღის შეცვლასთან დაკავშირებით გარე მითითებას მიიღებდნენ, წლების განმავლობაში აგენტურაც ამტკიცებდა, რომ ომი 8 აგვისტოს დაიწყო - ამ თემის ირგვლივ სოროსის ფონდს სპეციალური ვებგვერდიც კი ჰქონდა შექმნილი, რომელსაც გულანთებული „ნჯოშნიკები“, აპიარებდნენ

იმედი|imedinews.ge

როდესაც ფაქტებით დადასტურდა, რომ 7 აგვისტოს საომარი მოქმედებები უკვე მიმდინარეობდა და 8 აგვისტოს ომის დაწყების თარიღად წარმოჩენა აგენტურისთვის პოლიტიკური ხარაკირის ტოლფასი იყო, გარე დავალების შესაბამისად, მომენტალურად შეცვალეს ნარატივი და ომის დაწყების დღედ 7 აგვისტო დასახელდა, - წერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, სანამ ომის დაწყების თარიღის შეცვლასთან დაკავშირებით გარე მითითებას მიიღებდნენ, ოპოზიციის წარმომადგენლებიც წლების განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ომი 8 აგვისტოს დაიწყო და სოროსის ფონდს სპეციალური ვებგვერდიც ჰქონდა შექმნილი, რომელსაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აპიარებდნენ.

წილოსანი მიიჩნევს, რომ სტორიული მოვლენების შეფასება უნდა ემყარებოდეს ფაქტებს და არა პოლიტიკურ ინტერესებს, შესაბამისად, მისთვის დაუშვებელია აგვისტოს ომის ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის გამოყენება.

,,ვფიქრობ, აუცილებელია აგვისტოს ომის თემას და ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებულ სპეკულაციებს კვლავ მივუბრუნდეთ, რადგან როგორც არაერთხელ დავრწმუნდით, რადიკალური აგენტურა ამ საკითხს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის აქტიურად იყენებს.

ნურავინ იფიქრებს, რომ სააკაშვილმა და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა მიდგომა შეცვალა. რეალურად, როდესაც ფაქტებით დადასტურდა, რომ 7 აგვისტოს საომარი მოქმედებები უკვე მიმდინარეობდა და 8 აგვისტოს ომის დაწყების თარიღად წარმოჩენა აგენტურისთვის პოლიტიკური ხარაკირის ტოლფასი იყო, გარე დავალების შესაბამისად, მომენტალურად შეცვალეს ნარატივი და ომის დაწყების დღედ 7 აგვისტო დასახელდა.

ამ თემასთან დაკავშირებით საზოგადოებას კარგად ახსოვს აგენტურის ის სამარცხვინო კამპანია, რომელიც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და რაშიც აქტიურად იყვნენ ჩართული ის ე.წ. ნჯო-ები, რომლებიც, რეალურად, ქვეყანაში დესტაბილიზაციის მთავარ წყაროს წარმოადგენენ და იმავე გარე პატრონების აგენტურას წარმოადგენენ. მანამ, სანამ ომის დაწყების თარიღის შეცვლასთან დაკავშირებით გარე მითითებას მიიღებდნენ, ისინიც წლების განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ომი 8 აგვისტოს დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ამ თემის ირგვლივ სოროსის ფონდს სპეციალური ვებგვერდიც კი ჰქონდა შექმნილი, რომელსაც გულანთებული „ნჯოშნიკები“, მაგალითად, გიორგი ბურჯანაძე და საბა ბრაჭველი აპიარებდნენ.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მითუმეტეს ახლა, როდესაც ჩვენი ქვეყნის უახლეს წარსულზე ღიად და საჯაროდ მიმდინარეობს დისკუსია, როდესაც აშკარად იკვეთება გარე ძალების ინტერესი საქართველოსთან მიმართებაში, მათი აგენტურა კი გაშიფრულია, დღეს, ისე, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ ისტორიული მოვლენების შეფასება ემყარებოდეს ფაქტებს და არა პოლიტიკურ ინტერესებს. აგვისტოს ომი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმძიმესი ტრაგედიაა და მისი გამოყენება ვიწროპარტიული მიზნებისთვის დაუშვებელია“, - წერს ნინო წილოსანი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ომის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 141 სტატია.

  • პიროვნება, რომელიც რუსეთში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ მართავდა კონცერტებს და დღეს ვითომ ანტირუსული პოლიტიკის მომხრეა, ეს მინიმუმ დამაჯერებელი არ არის - გურამ მაჭარაშვილი ნიკოლოზ რაჭველზერუსთავი 2
  • აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღე - შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდატვ პირველი
  • მიუხედავად ომისა, საქართველოდან ირანში ექსპორტი რეკორდულად, 629%-ით გაიზარდა - ეკონომიკური კავშირებიBM.GE
  • ევროკავშირის პრეს-სპიკერი 2008 წლის ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებსფორმულა
ომის →

მსგავსი სტატიები

აშშ-ის ვაჭრობის მდივანი: ტრამპის ადმინისტრაციას არ სურს, რომ Apple-მა მეხსიერების ჩიპები ჩინეთისგან შეიძინოს

აშშ-ის ვაჭრობის მდივანი: ტრამპის ადმინისტრაციას არ სურს, რომ Apple-მა მეხსიერების ჩიპები ჩინეთისგან შეიძინოს

იმედი

ირაკლი ჭეიშვილი გიორგი უშიკიშვილს: 2012 წელს პეტერბურგში რომ კონცერტს ატარებდი, რუსებს არ უწყობდი ღონისძიებას მაშინ?!  მაშინ არ გტკიოდა ანწუხელიძე?! სინამდვილეში, არაფერი არ გტკივათ, უბრალოდ პოპულისტები ხართ

გიორგი ვოლსკი ქსენოფობიურ განცხადებებზე: ერთი, მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად სტაბილურია ქვეყანა და რასაკვირველია, ამ მიმართულებით მთავარი დარტყმა უნდათ, რომ განახორციელონ და მეორე, უფრო აგრესიული გახდეს ოკუპაციის ის რეჟიმი, რომელიც არსებობს

ირაკლი ქადაგიშვილი რუსოფობიაზე: ასეთი ფობიები არანაირად არ ემსახურება არც დეოკუპაციის მიზანს, არც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას

ირაკლი ქადაგიშვილი რუსოფობიაზე: ასეთი ფობიები არანაირად არ ემსახურება არც დეოკუპაციის მიზანს, არც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას

იმედი