მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნინო წილოსანი: საქართველო აგრძელებს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად რეფორმების ჩატარებას. დარწმუნებული ვარ, იმ მომენტისთვის, როდესაც ევროკავშირის კარი გაიხსნება, საქართველო იქნება ყველა სხვა კანდიდატ ქვეყანაზე უფრო მეტად მზად
ნინო წილოსანი: საქართველო აგრძელებს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად რეფორმების ჩატარებას. დარწმუნებული ვარ, იმ მომენტისთვის, როდესაც ევროკავშირის კარი გაიხსნება, საქართველო იქნება ყველა სხვა კანდიდატ ქვეყანაზე უფრო მეტად მზად

იმედი|imedinews.ge

საქართველო აგრძელებს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად რეფორმების ჩატარებას, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.

წილოსანის თქმით, დარწმუნებულია, რომ იმ მომენტისთვის, როდესაც ევროკავშირის კარი გაიხსნება, საქართველო იქნება ყველა სხვა კანდიდატ ქვეყანაზე უფრო მეტად მზად.

„საუბარიც ზედმეტია იმაზე, თუ საქართველოსთან მიმართებით, რამდენად უსამართლოა მოლაპარაკებების პროცესის შეჩერება. საქართველოზე, რომელიც მათივე ანგარიშებში, რეპორტებსა და დოკუმენტებში საუკეთესო შეფასებებს იმსახურებს თუ ფაქტებზე დაყრდნობით საუბრობენ, მაგრამ ამ დრომდე ჩვენ ვხედავთ კრიტიკას მხოლოდ პოლიტიკური შეფასებების დონეზე. თუმცა, როდესაც უსამართლობაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება დავივიწყოთ, რომ მაგალითად, უკრაინასაც და მოლდოვასაც, რომლებსაც დღეს მოლაპარაკებების პირველი ბლოკი გაუხსნეს იმ ექვსი მნიშვნელოვანი ბლოკიდან, რომელიც მთლიანად უნდა გაიარონ, 2024 წლიდან მიულოცეს მოლაპარაკებების პროცესის გახსნა და მხოლოდ ახლა გაიხსნა პირველი ბლოკი. საქართველო აგრძელებს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად რეფორმების ჩატარებას. დარწმუნებული ვარ, რომ იმ მომენტისთვის, როდესაც ევროკავშირის კარი გაიხსნება, საქართველო იქნება ყველა სხვა კანდიდატ ქვეყანაზე უფრო მეტად მზად“, - აღნიშნა მან.

გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი ირწმუნება, რომ უკრაინამ და მოლდოვამ ვალდებულებები შეასრულა, შესაბამისად, მათთვის მოლაპარაკების პირველი კლასტერი გაიხსნება. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი ლუქსემბურგში ზეწოლის შესახებ ილაპარაკა და კვლავ სანქციებით იმუქრება. ბრიუსელის ორმაგ სტანდარტსა და შანტაჟის მცდელობაზე საუბრობენ თბილისში. მმართველი გუნდის შეფასებით, საქმე გვაქვს პოლიტიკურ პროცესთან, რადგან კანდიდატ ქვეყნებს შორის ლიდერი საქართველოა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 153 სტატია.

  • ევროკავშირის სასამართლომ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვაBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი