მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნინო წილოსანი შოთა თუთბერიძის დაჯარიმებაზე: ეს კონკრეტული პიროვნება არის „ნაციონალების“ ადვოკატი, მისთვის ეს შეურაცხყოფები ალბათ ჩვეულებრივია, თუმცა მიხარია, რომ მასაც ასწავლეს ჭკუა და არა მხოლოდ მას
ნინო წილოსანი შოთა თუთბერიძის დაჯარიმებაზე: ეს კონკრეტული პიროვნება არის „ნაციონალების“ ადვოკატი, მისთვის ეს შეურაცხყოფები ალბათ ჩვეულებრივია, თუმცა მიხარია, რომ მასაც ასწავლეს ჭკუა და არა მხოლოდ მას

ნინო წილოსანი შოთა თუთბერიძის დაჯარიმებაზე: ეს კონკრეტული პიროვნება არის „ნაციონალების“ ადვოკატი, მისთვის ეს შეურაცხყოფები ალბათ ჩვეულებრივია, თუმცა მიხარია, რომ მასაც ასწავლეს ჭკუა და არა მხოლოდ მას

იმედი|imedinews.ge

აღმოჩნდა, რომ ჩემს პოსტზე გაკეთებული კომენტარი იყო პირველი პრეცედენტი და მიხარია, რომ დამკვიდრდა ძალიან კარგი პრაქტიკა და კონკრეტული რეაგირება მოჰყვა იმ შეურაცხყოფებს, რომელსაც ასე უხვად აფრქვევენ განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა„დღის ქრონიკაში“.

დეპუტატი ადვოკატ შოთა თუთბერიძისთვის დაწესებულ ჯარიმას გამოეხმაურა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტი შეისწავლის სიძულვილის ენას და შეურაცხმყოფელ განცხადებებს, რომელიც სოციალურ ქსელებში ტრიალებს. აღმოჩნდა, რომ ჩემს პოსტზე გაკეთებული კომენტარი იყო პირველი პრეცედენტი და მიხარია, რომ დამკვიდრდა ძალიან კარგი პრაქტიკა და კონკრეტული რეაგირება მოჰყვა იმ შეურაცხყოფებს, რომელსაც ასე უხვად აფრქვევენ განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები. ეს კონკრეტული [შოთა თუთბერიძე] პიროვნება არის „ნაციონალების“ ადვოკატი, ამიტომ ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ რაიმე სტანდარტი, მორალი, ნორმა ამოძრავებდეს, ამიტომ მისთვის ეს შეურაცხყოფები ალბათ ჩვეულებრივია, თუმცა მიხარია, რომ მასაც ასწავლეს ჭკუა და არა მხოლოდ მას.

რაც ყველა ქვეყანაში ისჯება, არ შეიძლება აქ [საქართველოში] დაგვიწესონ ნორმად. მაგალითად კანადაში სახელმწიფოს დაბლოკილი აქვს საინფორმაციო საიტები. მაგალითად „ფეისბუქზე“ „სიენენის“ საიტზე როდესაც შედიხარ კანადიდან, წერია, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებით არ გაქვთ უფლება ამ მედიის საიტზე შეხვიდეთ. სხვა საინფორმაციო მედიასაშუალებებიც დაბლოკილია, რათა არ დააბინძურონ ზედმეტი ინფორმაციის მიღებით საკუთარი მოქალაქეები“, - აღნიშნა წილოსანმა.

ადვოკატ შოთა თუთბერიძეს ნინო წილოსანის საჯარო შეურაცხყოფისთვის მოსამართლემ 4 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ადვოკატი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 41 სტატია.

  • ადვოკატის თქმით მოწმემ გრიგოლ ლილუაშვილისთვის ქრთამის მიცემა და მფარველობა უარყოფორმულა
  • თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი ვიდეო ჩანაწერს ავრცელებს - რა ჩანს კადრებშიტვ პირველი
  • ელიზბარაშვილის საქმეში 7 დაზარალებული კაცი ფიგურირებს – ადვოკატინეტგაზეთი
  • თამაზ ელიზბარაშვილი ბრალს არ ეთანხმება - ადვოკატიBM.GE
ადვოკატი →

მსგავსი სტატიები

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი