მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ელიზბარაშვილის საქმეში 7 დაზარალებული კაცი ფიგურირებს - ადვოკატი - Netgazeti
ელიზბარაშვილის საქმეში 7 დაზარალებული კაცი ფიგურირებს - ადვოკატი - Netgazeti

ელიზბარაშვილის საქმეში 7 დაზარალებული კაცი ფიგურირებს - ადვოკატი - Netgazeti

ნეტგაზეთი3 სექტემბერი, 2026, 22:32|netgazeti.ge

ბიზნესმენ და ცხოველთა დამცველ თამაზ ელიზბარაშვილს სამართალდამცველებმა ბრალდება ოფიციალურად წარუდგინეს. გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, კერძოდ კი მუქარას ედავება. ბრალდებულის ადვოკატის, ლექსო სვიმონიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალს კატეგორიულად არ ეთანხმება, თავს სრულიად უდანაშაულოდ მიიჩნევს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან გაკეთებულ განცხადებაში ადვოკატმა აღნიშნა, რომ საქმეში სულ შვიდი დაზარალებული მამაკაცია ფიგურირებს. პროკურატურის მტკიცებით, სწორედ მათ დაემუქრა ცხოველთა დამცველი და მათ ეს მუქარა რეალურად აღიქვეს.

მისი თქმით, ბრალდების მხარე დაძაბულობისა და შესაძლო კონფლიქტის მიზეზად თამაზ ელიზბარაშვილის მიერ წარსულში სოციალურ ქსელში გამოხატულ აქტივობას ასახელებს. თუმცა, დაცვის მხარე ხაზს უსვამს, რომ ბრალის დადგენილებაში არ ფიქსირდება დაზარალებულებთან რაიმე სახის პირადი კონფლიქტის არსებობა.

„ბატონი თამაზი ბრალს არ ეთანხმება და მისი ვერსია მომხდართან დაკავშირებით აბსოლუტურად განსხვავებულია. ინციდენტის დროს მან საკუთარი ცოლ-შვილი მომავალ დაძაბულობას აარიდა და სახლში დატოვა, რის შემდეგაც დაბრუნდა, რომ თუ რაიმე შეკითხვები ჰქონდათ მისთვის, დაესვათ, ვინაიდან სხვა დროსაც არ მომხდარიყო რაიმე სახის დაძაბულობა. იქ აღარავინ დახვდა,“ — აცხადებს ადვოკატი.

გამოძიება ასევე საუბრობს ცეცხლსასროლ იარაღზე, რასაც თავად ბრალდებული უარყოფს. ადვოკატის განმარტებით, ამ ეტაპზე იარაღის უკანონო ფლობასთან დაკავშირებით ბრალი წარდგენილი არ არის. ერთადერთი იარაღი, რომელიც ელიზბარაშვილის საცხოვრებელი ბინიდან ჩხრეკისას იქნა ამოღებული, კანონიერად არის რეგისტრირებული მის სახელზე და ამჟამად გადაგზავნილია ექსპერტიზაზე.

დაცვის მხარე აპირებს, სასამართლოს წინაშე ბრალდებულის ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობით წარდგეს, ხოლო ალტერნატიულ ვარიანტად გირაოს გამოყენება შესთავაზოს.

საქართველოს პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის მუქარის მუხლით ბრალდება წარუდგინა.

გამოძიების მიხედვით, 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:40 საათზე, თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში თამაზ ელიზბარაშვილი და ერთ-ერთი დაზარალებული შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც, მათ შორის წარმოიშვა სიტყვიერი კონფლიქტი წარსულში თამაზ ელიზბარაშვილის მიერ ამ უკანასკნელის და მისი ოჯახის მიმართ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით.

„სიტყვიერი კონფლიქტის დროს, თამაზ ელიზბარაშვილი დაემუქრა დაზარალებულს და მასთან ერთად მყოფ პირებს. კერძოდ, უთხრა, რომ ამ საქმეს ასე არ დატოვებდა, დაბრუნდებოდა დაახლოებით 30 წუთში და არ დაეტოვებინათ რესტორნის ტერიტორია. ვინაიდან დაზარალებულებისთვის ცნობილი იყო, რომ თამაზ ელიზბარაშვილი ფლობდა იარაღს, რომელიც შესაძლოა, გამოეყენებინა მათ წინააღმდეგ, სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ, რის გამოც რესტორნის დატოვება გადაწყვიტეს.

დაახლოებით 00:20 საათზე, თამაზ ელიზბარაშვილი მუქარის აღსრულების მიზნით დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე, რა დროსაც ხელი დემონსტრაციულად ჰქონდა ჩაყოფილი მოსაცმელის უბეში, იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას. ასევე, განაგრძობდა მუქარას და გინებას დაზარალებულების მისამართით. დაზარალებულთა ნაწილს, რომელთაც შემთხვევის ადგილის დატოვება ვერ მოასწრეს და რესტორნის მიმდებარედ იმყოფებოდნენ, მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ. დაცვის თანამშრომლების აკრძალვის მიუხედავად, თამაზ ელიზბარაშვილი მაინც შევიდა რესტორნის ტერიტორიაზე. მას შემდეგ, რაც დარწმუნდა რომ დაზარალებულები იქ აღარ იმყოფებოდნენ, დატოვა მითითებული ტერიტორია“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, 31 აგვისტოს თამაზ ელიზბარაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წერილობითი სტატუსი და ვიდეო მიმართვა, სადაც იგი განაგრძობდა მუქარას და ბოდიშის მოხდას მოითხოვდა და „დაზარალებულებს გაუჩნდათ ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში“.

თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობისა დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) წარედგინა, რაც 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურა არ აკონკრეტებს, რა სახის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს.

თამაზ ელიზბარაშვილი პირველ სექტემბერს, ადმინისტრაციული წესით, პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით, დააკავეს. დაკავებას წინ უძღოდა ელიზბარაშვილის მანქანის და სახლის ჩხრეკა ორი მუხლის საფუძველზე (მუქარა, სისხლის სამართლის 151-ე მუხლი) და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარების (სისხლის სამართლის 236-ე მუხლი).

თამაზ ელიზბარაშვილი ამბობს, რომ მას „იმედის“ თანამშრომლებმა უჩივლეს, რომლებთანაც სიტყვიერი დაპირისპირება 30 აგვისტოს ერთ-ერთ რესტორანში მოუვიდა. ელიზბარაშვილის თქმით, მას „იმედის“ თანამშრომლები აქეთ დაესხნენ თავს და დაემუქრნენ პოლიტიკური პოზიციების გამო.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ადვოკატი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 43 სტატია.

  • ადვოკატის თქმით სუსი ლევან ხაბეიშვილს ტელეფონს სასამართლოს განაჩენის მიუხედავად არ უბრუნებსფორმულა
  • თამაზ ელიზბარაშვილი ბრალს არ ეთანხმება - ადვოკატიBM.GE
  • პროკურატურამ ადვოკატის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყოიმედი
  • აფხაზი ბლოგერის საქმე - ადვოკატი საეჭვო გარემოებას ასახელებსტვ პირველი
ადვოკატი →

მსგავსი სტატიები

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი