მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნინო წილოსანი: წარმოუდგენელია, ქართველ ხალხს დამსახურებული თავისუფალი მიმოსვლა შეუზღუდო და აუკრძალო მხოლოდ იმიტომ, რომ შენი ბრმა იარაღი არ გახდა ეს ქვეყანა. ალბათ ამას თავადაც აცნობიერებენ, ამიტომაც არის, რომ ამ მექანიზმს, ვიზალიბერალიზაციას ვგულისხმობ, აგრესიულად არ იყენებენ
ნინო წილოსანი: წარმოუდგენელია, ქართველ ხალხს დამსახურებული თავისუფალი მიმოსვლა შეუზღუდო და აუკრძალო მხოლოდ იმიტომ, რომ შენი ბრმა იარაღი არ გახდა ეს ქვეყანა. ალბათ ამას თავადაც აცნობიერებენ, ამიტომაც არის, რომ ამ მექანიზმს, ვიზალიბერალიზაციას ვგულისხმობ, აგრესიულად არ იყენებენ

იმედი|imedinews.ge

წარმოუდგენელია,ქართველ ხალხს თავისი დამსახურებული, მათ შორის მათივე წესებით დაწესებული თავისუფალი მიმოსვლა შეუზღუდო და აუკრძალო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ შენი ბრმა იარაღი არ გახდა ეს ქვეყანა და მისი მცხოვრებლები. ალბათ ამას თავადაც აცნობიერებენ, ამიტომაც არის, რომ ამ მექანიზმს, ვიზალიბერალიზაციას ვგულისხმობ, აგრესიულად არ იყენებენ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა ევროკავშირთან ურთიერთობაზე საუბრისას.

მისი თქმით, საბოლოოდ გარდაუვალი რეალობა არის იმის წინაპირობა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა დარეგულირდება.

„გარდაუვალი რეალობა არის იმის წინაპირობა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა დარეგულირდება. წარმოუდგენელია, რომ იგნორირება გაუკეთონ გეოგრაფიას. რამდენადაც არ ეცადნენ, რომ საქართველო გამოეთიშათ სამხრეთ-კავკასიის რეგიონისგან და გამოეთიშათ იმ ფაქტორისგან, რომ საქართველო არის ერთ-ერთი საკვანძო მონაწილე შუა დერეფნის, ამას ვერ აუარეს გვერდი და იგივე ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა განცხადება, რომ მიესალმება აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სარკინიგზო ხაზის გახსნას, რაც ლოგისტიკური მიზნებიდან და დაკავშირებადობის მიზნებიდან გამომდინარე საკვანძოდ მნიშვნელოვანია.

ამიტომ გარდაუვალი რეალობა არის ის, რომ საქართველო არის ამ რეგიონის ერთ-ერთი საკვანძო მონაწილე. გარდაუვალი რეალობა არის, რომ საქართველო არის ერთ-ერთი წარმატებული და ძლიერი დასავლური ღირებულებების სახელმწიფო. გარდაუვალი რეალობა არის ის, რომ საქართველო არის ეკონომიკურად და თავისი ინსტიტუციური განვითარებით ძლიერი ქვეყანა, რომელთანაც თანამშრომლობა და პარტნიორობა პირიქით, უნდა გინდოდეს, თუ შენ გჭირდება გაძლიერება“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, დადგება დრო და ევრობიუროკრატია დააფიქსირებს იმას, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მათმა პოლიტიკამ თავად ისინი დააზარალა.

ამ კონტექსტში ნინო წილოსანმა ყურადღება გაამახვილა სანქციებით შანტაჟისა და მუქარის ენაზე.

„შანტაჟის სხვადასხვა მექანიზმი გამოიყენებოდა ჩვენს წინააღმდეგ. როდესაც ჩვენზე, ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლებზე ვერანაირი გავლენა ვერ მოახდინეს, მათ შორის იკადრეს ისიც, რომ მოსახლეობისთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაზე ყოფილიყო საუბარი. რა თქმა უნდა ამას ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი არ აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ამას სერიოზულადაც კი არ განიხილავენ. წარმოუდგენელია, რომ ქართველ ხალხს თავისი დამსახურებული, მათ შორის მათივე წესებით დაწესებული თავისუფალი მიმოსვლა შეუზღუდო და აუკრძალო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ შენი ბრმა იარაღი არ გახდა ეს ქვეყანა და მისი მცხოვრებლები. ალბათ ამას თავადაც აცნობიერებენ. ამიტომაც არის, რომ ამ მექანიზმს, კონკრეტულად ვიზალიბერალიზაციას ვგულისხმობ, აგრესიულად არ იყენებენ. როდესაც ასეთ ნაბიჯს გადადგამ, რომელსაც უკან დასაბრუნებელი გზა აღარ აქვს, რადგან ეს სრულებით აუფასურებს ყველაფერს, რაზეც თავად ევროკავშირი იდგა და რა ღირებულებებიც მას აქვს, რა თქმა უნდა ასეთ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებენ. თუმცა ინდივიდუალური დაშინება დღემდე გრძელდება და ვიცით, რომ ამ სანქციების და ინდივიდუალური ზეწოლის მთავარი სამიზნე არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ ქვეყნის ისტორიაში არის ადამიანი, რომელმაც განსაზღვრა ამ ქვეყნის თანამედროვე ცხოვრება და ის, რომ ამ ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გახდა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 49 სტატია.

  • ავიამგზავრობა უკვე გახდა ფუფუნების საგანი და კიდევ დიდხანს დარჩება - იასე ზაუტაშვილიBM.GE
  • ინვესტიციის მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა, მთავარი ინვესტორი ჩინეთი გახდანეტგაზეთი
  • საქართველოს eFootball Mobile-ის ეროვნული ნაკრები FIFA-ს საკონტინენტთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი გახდარუსთავი 2
  • ღარიბაშვილი: კობახიძეს აკრიტიკებდა - რა გახდა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?ფორმულა
გახდა →

მსგავსი სტატიები

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მოქალაქეები გერმანიაში ხედავენ, რომ პრობლემები იზრდება და ჩვენ შეგვიძლია შემოვიტანოთ დამატებითი წესრიგი, შევიმუშაოთ სტრუქტურები, მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ AfD საუკეთესო პარტიაა