მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნუგო შოშიაშვილი ნიკო მანაგაძეზე: ადამიანი, რომელიც ჯანსაღ დისკუსიაში უნდა შემოდიოდეს, ბრალს გვდებს და არ იღებს პასუხისმგებლობას, ამიტომ, რადგან კახეთში ვერ ჩამოვიდა, დავპატიჟებთ შემდეგ შეხვედრაზე რაჭაში და ვეცდებით, შევიდეთ მასთან დისკუსიაში მიუხედავად მისი მცდელობისა, ხელოვნურად პოლარიზდეს ქართული საზოგადოება, განსაკუთრებით - ქართველი ახალგაზრდები
ნუგო შოშიაშვილი ნიკო მანაგაძეზე: ადამიანი, რომელიც ჯანსაღ დისკუსიაში უნდა შემოდიოდეს, ბრალს გვდებს და არ იღებს პასუხისმგებლობას, ამიტომ, რადგან კახეთში ვერ ჩამოვიდა, დავპატიჟებთ შემდეგ შეხვედრაზე რაჭაში და ვეცდებით, შევიდეთ მასთან დისკუსიაში მიუხედავად მისი მცდელობისა, ხელოვნურად პოლარიზდეს ქართული საზოგადოება, განსაკუთრებით - ქართველი ახალგაზრდები

იმედი|imedinews.ge

ნიკო მანაგაძე არის ადამიანი, რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი და პოზიციონირებს ქართველი სტუდენტების და ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეებში არსებული თვითმმართველობების სახელით. ჩვენ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდი, ბატონი ვარლამ ლიპარტელიანი და ამ შეხვედრის ორგანიზატორები, მან დაგვადანაშაულა იმაში, რომ ეს შეხვედრა არა თავისუფალი და საჯარო, არამედ, დახურული პარტიული შეხვედრაა, - განაცხადა "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრმა, ნუგო შოშიაშვილმა, ახალგაზრდულ კონფერენციაზე.

როგორც შოშიაშვილმა აღნიშნა, მანაგაძე სიღნაღში გასამართ კონფერენციაზე მოიწვია, თუმცა, ის შეხვედრაზე არ მოვიდა, ვინაიდან, საზოგადოებაში რადიკალიზაციის ხელოვნურად გაღვივებას ცდილობს.

მისივე თქმით, ნიკო მანაგაძეს ახალგაზრდული ორგანიზაციის მომდევნო შეხვედრაზე, რაჭაში იწვევს, რადგან, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია და სახელისუფლებო გუნდი აქტიურად იბრძვის ქართული საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების ხელოვნური დაყოფის წინააღმდეგ.

"რა თქმა უნდა, მე პირდაპირ დავუწერე კახეთის შეხვედრის შესახებ და დავპატიჟე აქ, დღევანდელ შეხვედრაზე დროით და თარიღით. ჩვენ დღეს ბატონ ნიკო მანაგაძეს აქ მგონი ვერ ვხედავთ - ვერ ვხედავთ იმიტომ, რომ ის ემსახურება ხელოვნურ რადიკალიზაციას. სამწუხაროა, როცა ახალგაზრდა ადამიანი აკეთებს ამას. მესმის, იმ კონკრეტული ადამიანებისგან, რომლებსაც თავიანთი ინტერესები აქვთ და ეს მრავალი წლის განმავლობაში დაგვანახეს, თუმცა, განსაკუთრებით გულდასაწყვეტია ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის, ქართველებისთვის, სტუდენტებისთვის, რომ ადამიანი, რომელიც ჯანსაღ დისკუსიაში უნდა შემოდიოდეს ჩვენთან, ბრალს გვდებს და არ იღებს პასუხისმგებლობას ამ ყველაფრის შესახებ. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით: რადგან კახეთში ვერ ჩამოვიდა, დავპატიჟებთ შემდეგ შეხვედრაზე რაჭაში, რომლის დროც და თარიღიც რა თქმა უნდა, გასაჯაროვდება, როგორც აქამდე ყველა შეხვედრის. ვეცდებით, შევიდეთ მასთან დისკუსიაში მისი განსხვავებული აზრის მიუხედავად და მცდელობისა, კიდევ ერთხელ, ხელოვნურად პოლარიზდეს ქართული საზოგადოება, განსაკუთრებით - ქართველი ახალგაზრდები და მოხდეს ხელოვნური დაყოფა და რადიკალიზაცია, რომელსაც, როგორც ჩვენ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია და ეს რეგიონული კონფერენციები, ისე სახელისუფლებო გუნდი, აქტიურად ვებრძვით," - აღნიშნა ნუგო შოშიაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საზოგადოების

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 69 სტატია.

  • დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩებარუსთავი 2
  • საქართველოში დაიკარგა ტაილანდელი იუთუბერი: ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვსფორმულა
  • "ასეთი თემები უფრო "გულს ფხანს" საზოგადოებას"|ვის სჭირდებოდა უცხოელების დასაქმების გამკაცრება?BM.GE
  • HRW: "ოცნების" ახალი კანონები დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას ანადგურებსტვ პირველი
საზოგადოების →

მსგავსი სტატიები

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი