მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ოლექსანდრ სირსკი: ვტოვებ უკრაინის მთავარსარდლის თანამდებობას. მემკვიდრეს ვუტოვებ არმიას, რომელიც შეტევაზეა გადასული
ოლექსანდრ სირსკი: ვტოვებ უკრაინის მთავარსარდლის თანამდებობას. მემკვიდრეს ვუტოვებ არმიას, რომელიც შეტევაზეა გადასული

ოლექსანდრ სირსკი: ვტოვებ უკრაინის მთავარსარდლის თანამდებობას. მემკვიდრეს ვუტოვებ არმიას, რომელიც შეტევაზეა გადასული

იმედი|imedinews.ge

უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაყენებულმა მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა.

„დღეს ვტოვებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობას. სანამ სარდლობას ჩემს მემკვიდრეს გადავაბარებ, მსურს რამდენიმე სიტყვა ვთქვა. ყველა ოფიცრისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, დიდი ომის დროს არმიას ჩაუდგეს სათავეში. ამ ომის თვითმხილველი 2014 წლის პირველი დღიდან ვარ, ფრონტით ვცხოვრობდი და ვიცი უკრაინული მიწის თითოეული გათავისუფლებული კილომეტრის ფასი. 2022 წლის თებერვალ-მარტში პატივი მხვდა წილად, მეხელმძღვანელა კიევის თავდაცვისთვის და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით დედაქალაქმა გაუძლო მტრის შეტევას. იმავე გაზაფხულზე მოიხსნა ხარკოვის სრული ბლოკადის საფრთხეც“, - წერს სირსკი.

მისი განცხადებით, მან 2024 წელს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობა ჩაიბარა. მაშინ უკრაინელი სამხედროები ძალიან რთულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

„2024 წლის თებერვალში არმიის სარდლობა ძალიან მძიმე ვითარებაში ჩავიბარე. მიმდინარეობდა ავდიივკის თავდაცვა, ჩვენი ქვედანაყოფები ნახევრად ალყაში იმყოფებოდნენ. მთავარსარდლის თანამდებობაზე გაცემული ჩემი ერთ-ერთი პირველი ბრძანება ქალაქიდან ორგანიზებული გასვლის შესახებ იყო. ეს რთული გადაწყვეტილება გახლდათ, თუმცა ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა იყო“, - აღნიშნა მან.

როგორც სირსკი წერს, ის თავის მემკვიდრეს უტოვებს არმიას, რომელსაც უკრაინული მიწების გათავისუფლება შეუძლია.

„მიმდინარე წელს ჩემი ხელმძღვანელობით გათავისუფლდა ჩვენი მიწის 743 კვადრატული კილომეტრი. არმია, რომელიც ორი წლის წინ მძიმე თავდაცვით ბრძოლებს აწარმოებდა, დღეს უკვე შეტევაზეა გადასული. ჩემს მემკვიდრეს ვუტოვებ არმიას, რომელიც არა მხოლოდ თავდაცვას ინარჩუნებს, არამედ შეტევით მოქმედებებსაც ახორციელებს - ინიციატივით, გამართული სტრუქტურითა და ადამიანებით, რომლებმაც იციან, როგორ დაამარცხონ მტერი. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს შეტევა გაგრძელდება. ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს“, - დაწერა სირსკიმ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ სირსკი თანამდებობიდან გაათავისუფლა. სირსკის ადგილს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის პოსტზე მიხაილო დრაპატი დაიკავებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 267 სტატია.

  • უკრაინას ომი ყოველდღიურად $450 მილიონი უჯდება - ანდრიი სიბიჰაBM.GE
  • უკრაინის იერიშების შედეგად რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი ორი მსხვილი ქარხანა გაჩერდაფორმულა
  • ბელგია უკრაინის დასახმარებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას ეწინააღმდეგებარუსთავი 2
  • რა აქვს სათქმელი დაურ ბუავას მეგობარ ქალს? - მოსამართლე დღეს უკრაინის მოქალაქის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებსტვ პირველი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

The New York Times: პენტაგონმა ინფორმაციის გაჟონვის საქმის გამოძიების ფარგლებში 50-მდე თანამშრომელი სიცრუის დეტექტორზე შეამოსწმა

The New York Times: პენტაგონმა ინფორმაციის გაჟონვის საქმის გამოძიების ფარგლებში 50-მდე თანამშრომელი სიცრუის დეტექტორზე შეამოსწმა

იმედი

დავით ქართველიშვილი: პეტერ ფიშერის ჩანაცვლება ბარბარა ფოსით არის დემონსტრაციული გადასვლა ფრონტალური პოლიტიკური კონფრონტაციიდან „რბილი ძალის“ სტრატეგიაზე

დავით ქართველიშვილი: პეტერ ფიშერის ჩანაცვლება ბარბარა ფოსით არის დემონსტრაციული გადასვლა ფრონტალური პოლიტიკური კონფრონტაციიდან „რბილი ძალის“ სტრატეგიაზე

იმედი

ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმში გამოჩენილი მხატვრის, ალექსი ვეფხვაძის 105 წლისადმი მიძღვნილი პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა

ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმში გამოჩენილი მხატვრის, ალექსი ვეფხვაძის 105 წლისადმი მიძღვნილი პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა

იმედი

ტრამპის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მან ონტარიოს ტბას ამერიკის ტბა დაარქვა, აღნიშნულ რეგიონში ბიზნესი აყვავდა

ტრამპის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მან ონტარიოს ტბას ამერიკის ტბა დაარქვა, აღნიშნულ რეგიონში ბიზნესი აყვავდა

იმედი