
ოპოზიციის აქტივისტი თეონა ბაღდავაძე, აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის ფედერაციაში სამჯერ ჩავიდა
ოპოზიციის აქტივისტი თეონა ბაღდავაძე, აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის ფედერაციაში სამჯერ იმყოფებოდა. მათ შორის, პირველად მაშინ, როდესაც ომიდან, სამი წელიც არ იყო გასული. ინფორმაციას „პრაიმ ტაიმი“ ავრცელებს.
„პრაიმ ტაიმი“ თწეონა ბაღდავაძეს დაუკავშირდა იმისა გასარკვევად თუ რატომ არ აღმოჩნდა ვიზიტზე უარისთვის საკმარისი საფუძველი აგვისტოს ომი.
თეონა ბაღდავაძე ამბობს, რომ მოსკოვში, აგვისტოს ომის შემდეგ, იმყოფებოდა ახლობლის გასვენებაში.
„პრაიმ ტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ, ბოლო დროს რუსოფობიური განწყობებით ცნობილი აქტივისტი, რომელიც, წლების განმავლობაში, რუსული კომპანიის პიარი იყო, აგვისტოს ომის შემდეგ, რამდენჯერმე სტუმრობდა ოკუპანტ სახელმწიფოს. ის რუსეთში 2011, 2013 და 2014 წლებში იმყოფებოდა.
„ქრონიკა“ ბაღდავაძესთან ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს, თუმცა, ის „ქრონიკის“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
იმედი
წყარო: imedinews.ge