მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ოთარ ჭულუხაძე: ფაქტობრივად, უკვე შევეჩვიეთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, არამეგობრულ და ძალიან დემაგოგიურ რეზოლუციებს, შეფასებებს
ოთარ ჭულუხაძე: ფაქტობრივად, უკვე შევეჩვიეთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, არამეგობრულ და ძალიან დემაგოგიურ რეზოლუციებს, შეფასებებს

ოთარ ჭულუხაძე: ფაქტობრივად, უკვე შევეჩვიეთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, არამეგობრულ და ძალიან დემაგოგიურ რეზოლუციებს, შეფასებებს

იმედი|imedinews.ge

ფაქტობრივად, უკვე შევეჩვიეთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს მიმართ რბილად რომ ვთქვათ, არამეგობრულ და ძალიან დემაგოგიურ რეზოლუციებს, შეფასებებს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ანალიტიკოსმა ოთარ ჭულუხაძემ.

მისი თქმით, საზოგადოების მეტმა ნაწილმა გაიგო, რომ ევროკავშირი არ არის სამოთხე, სადაც ჩვენ გაშლილი ხელით გველოდებიან.

„ფაქტობრივად, უკვე შევეჩვიეთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, არამეგობრულ და ძალიან დემაგოგიურ რეზოლუციებს, შეფასებებს. ეს არის მორიგი ნაბიჯი ამ მიმართულებით. მარტა კოსმა იცის, როგორც მან თქვა, რომ საქართველო და მთლიანად კავკასია არის მშვიდობის ალტერნატივა, ერთგვარად მშვიდობის კუნძული და მათთვის საქართველო არის მნიშვნელოვანი, საჭირო ქვეყანა, მაგრამ მეორე მხრივ ისინი აგრძელებენ მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკას. ერთი მხრივ ისინი საუბრობენ, რომ კი, საქართველოს მნიშვნელობა აქვს, ქართველმა ხალხმა ეს დაიმსახურა, გეგონება ხელისუფლებას ხალხი არ ირჩევდეს, მაგრამ მეორე მხრივ გრძელდება თავიანთი სასურველი აქტორებისთვის წყლის დასხმა, რომ აბა, ეგებ თქვენც აიტაცოთ ჩვენი რეზოლუციები და შემდეგ თარგმნოთ პოლიტიკურ აქტივობად, პროტესტად თუ სხვა. თუმცა, როგორც ვხედავთ აქაურ, ადგილობრივ ველზე აქტორები არიან ძალიან ცუდ ფორმაში. მათი ეს განცხადებებიც მორიგი ჟესტია არამეგობრულობის, ქედმაღლობის და ნეოკოლონიალური მიდგომის ჩვენი ქვეყნის მიმართ. ამას თანდათანობით უფრო ნაკლები რეზონანსი მოჰყვება, რადგან საზოგადოების მეტმა ნაწილმა გაიგო, რომ ევროკავშირი არ არის სამოთხე, სადაც ჩვენ გაშლილი ხელით გველოდებიან“, - აღნიშნა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 155 სტატია.

  • ევროკავშირის სასამართლომ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვაBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

იმედი

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

იმედი

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი