მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პაატა სალია: ყირგიზეთს გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, რაც გვაქვს დაგროვილი საჯარო სერვისების, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მიმართულებითა და იუსტიციის სახლების განვითარების კუთხით
პაატა სალია: ყირგიზეთს გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, რაც გვაქვს დაგროვილი საჯარო სერვისების, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მიმართულებითა და იუსტიციის სახლების განვითარების კუთხით

პაატა სალია: ყირგიზეთს გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, რაც გვაქვს დაგროვილი საჯარო სერვისების, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მიმართულებითა და იუსტიციის სახლების განვითარების კუთხით

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დელეგაციის ყირგიზეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს და ყირგიზეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ყირგიზეთთან გაფორმებული მემორანდუმის და თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრა. „გამოიკვეთა რამდენიმე მიმართულება, სადაც ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ ყირგიზეთის იუსტიციის სამინისტროსთან. შეხვედრა მქონდა ჩემს ყირგიზ კოლეგასთან, შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რათა ერთმანეთს გავუზიაროთ ის გამოცდილება, რაც გვაქვს დაგროვილი საჯარო სერვისების სფეროში, სასჯელაღსრულების და პრობაციის მიმართულებით. მათ აქვთ ძალიან კარგი პროგრესი ე.წ. დებიუროკრატიზაციის მიმართულებით, ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით. ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება მათი გამოცდილება ამ კუთხით. მათ აინტერესებთ ჩვენი გამოცდილება იუსტიციის სახლების განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ ვფიქრობთ, პროდუქტიული თანამშრომლობა გვექნება ყირგიზ კოლეგებთან. იმედი გვაქვს, შემოდგომაზე გვეწვევა ჩემი ყირგიზი კოლეგა და თანამშრომლობის ახალი მიმართულებებიც გამოიკვეთება“, – განაცხადა პაატა სალიამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ