მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პაატა სალია: პროგრესი იწყება მაშინ, როდესაც გამოცდილება, ცოდნა და ახალი იდეები ერთმანეთს ხვდება. საჯარო მმართველობა არ იზომება შენობებით, ტექნოლოგიებით და სტატისტიკით; მისი საზომია, რამდენად აუმჯობესებს იგი ადამიანების ცხოვრებას, ამყარებს ნდობას, აძლიერებს სამართლიანობას და აძლევს მოქალაქეს განცდას, რომ სახელმწიფო მის გვერდით დგას
პაატა სალია: პროგრესი იწყება მაშინ, როდესაც გამოცდილება, ცოდნა და ახალი იდეები ერთმანეთს ხვდება. საჯარო მმართველობა არ იზომება შენობებით, ტექნოლოგიებით და სტატისტიკით; მისი საზომია, რამდენად აუმჯობესებს იგი ადამიანების ცხოვრებას, ამყარებს ნდობას, აძლიერებს სამართლიანობას და აძლევს მოქალაქეს განცდას, რომ სახელმწიფო მის გვერდით დგას

პაატა სალია: პროგრესი იწყება მაშინ, როდესაც გამოცდილება, ცოდნა და ახალი იდეები ერთმანეთს ხვდება. საჯარო მმართველობა არ იზომება შენობებით, ტექნოლოგიებით და სტატისტიკით; მისი საზომია, რამდენად აუმჯობესებს იგი ადამიანების ცხოვრებას, ამყარებს ნდობას, აძლიერებს სამართლიანობას და აძლევს მოქალაქეს განცდას, რომ სახელმწიფო მის გვერდით დგას

იმედი|imedinews.ge

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ თბილისის საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმი გახსნა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა პრემიერ ირაკლი კობახიძეს მხარდაჭერისთვის და გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ბატონ ლი ჯუნჰუას ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის. „მინდა, დავაფიქსირო ღრმა პატივისცემა ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებიც ყოველდღიურად ემსახურებიან საზოგადოებას და ხშირად საზოგადოების ყურადღების მიღმაც კი ქმნიან იმ საფუძველს, რომელზეც სახელმწიფოს ეფექტიანი ფუნქციონირება დგას. სახელმწიფოს სიძლიერე მხოლოდ მისი ინსტიტუტებით არ იზომება, სახელმწიფოს სიძლიერე იზომება იმ ადამიანების პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და ერთგულებით, რომლებიც ამ ინსტიტუტებს სიცოცხლეს სძენენ. საჯარო სამსახური მხოლოდ ადმინისტრაციული სისტემა არ არის – ეს არის მოქალაქისა და სახელმწიფოს დამაკავშირებელი ხიდი; ეს არის ნდობა, რომელიც ყოველდღიურად შენდება. სწორედ ამიტომ ძლიერი სახელმწიფო იწყება ძლიერი საჯარო სამსახურით“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თავის გამოსვლაში. პაატა სალიამ ხაზი გაუსვა იმას, რომ ეპოქაში, როდესაც მსოფლიო უპრეცედენტო სისწრაფით იცვლება, სახელმწიფოების წინაშე ერთი ფუნდამენტური კითხვა დგას – როგორ შევინარჩუნოთ მოქალაქის ნდობა ცვლილებების ეპოქაში. „შეიძლება შეიცვალოს ტექნოლოგია, შეიცვალოს სერვისების მიწოდების ფორმა, შეიცვალოს კომუნიკაციის საშუალებები, მაგრამ ერთი რამ უცვლელი რჩება – მოქალაქეს სურს, რომ სახელმწიფო იყოს ხელმისაწვდომი, ეფექტიანი, სამართლიანი და სანდო. დღეს საჯარო სამსახურის ტრანსფორმაცია აღარ არის მხოლოდ განვითარების ერთ-ერთი მიმართულება, ეს არის გარდაუვალი აუცილებლობა; თუმცა, ნებისმიერი ტრანსფორმაცია არ იზომება მხოლოდ და მხოლოდ ტექნოლოგიური განვითარებით, მისი მთავარი მიზანი და საზომი არის ადამიანი. თუ ინოვაცია ვერ აუმჯობესებს ადამიანის ცხოვრებას, თუ რეფორმა ვერ აძლიერებს მოქალაქის ნდობას, მაშინ ასეთი ცვლილებები საკუთარ მიზანს ვერ აღწევს. საქართველო ისტორიულად ყოველთვის იყო სივრცე, სადაც ერთმანეთს სხვადასხვა კულტურა, იდეა და გამოცდილება ხვდებოდა; დღეს კი, გვინდა, რომ თბილისი რამდენიმე დღის განმავლობაში იქცეს ადგილად, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცოდნა და გამოცდილება ახალი გადაწყვეტილებების, ახალი პარტნიორობების და ახალი შესაძლებლობების საფუძვლად იქცეს. ბოლო წლებში საქართველო აქტიურად მუშაობს საჯარო სერვისების განვითარებაზე, სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზაციასა და ციფრული მმართველობის გაძლიერებაზე. ამ გამოცდილებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ყველა წარმატებული რეფორმა სწორედ მაშინ ხორციელდება, როდესაც მათი მთავარი მიზანი ადამიანია, ხოლო მთავარი საყრდენი – მოქალაქის ნდობა. პროგრესი იწყება სწორედ მაშინ, როდესაც გამოცდილება, ცოდნა და ახალი იდეები ერთმანეთს ხვდება. საბოლოოდ, საჯარო მმართველობა არ იზომება არც შენობებით, არც ტექნოლოგიებით, არც სტატისტიკით, მისი ნამდვილი საზომია, თუ რამდენად აუმჯობესებს იგი ადამიანების ცხოვრებას, რამდენად ამყარებს ნდობას, რამდენად აძლიერებს სამართლიანობას და რამდენად აძლევს მოქალაქეს განცდას, რომ სახელმწიფო მის გვერდით დგას“, – განაცხადა პაატა სალიამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: იწყება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 51 სტატია.

  • „ლოპოტა“ ღონისძიებების დარბაზის მშენებლობას იწყებს - ინვესტიცია $6.5 მილიონიაBM.GE
  • ფილარმონიის რეაბილიტაცია იწყება, პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდანეტგაზეთი
  • კორეაში საქართველოს იუსტიციის მინისტრის ვიზიტი იწყებარუსთავი 2
  • ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა რუსეთის საჰაერო სივრცის დაბლოკვის კამპანიას იწყებსფორმულა
იწყება →

მსგავსი სტატიები

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

იმედი

დონალდ ტუსკი: რუსეთის მხრიდან მოქმედებების ესკალაცია რეალობად იქცევა და ამის მაგალითები ჩვენს საზღვარს სულ უფრო უახლოვდება

დონალდ ტუსკი: რუსეთის მხრიდან მოქმედებების ესკალაცია რეალობად იქცევა და ამის მაგალითები ჩვენს საზღვარს სულ უფრო უახლოვდება

იმედი

ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა

ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა

იმედი