მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პაატა სალია: თავისუფლების და დამოუკიდებლობის გარეშე არცერთ სხვა სიკეთეს არ აქვს მნიშვნელობა
პაატა სალია: თავისუფლების და დამოუკიდებლობის გარეშე არცერთ სხვა სიკეთეს არ აქვს მნიშვნელობა

პაატა სალია: თავისუფლების და დამოუკიდებლობის გარეშე არცერთ სხვა სიკეთეს არ აქვს მნიშვნელობა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს იუსტიციის სამინისტრო ზუგდიდში აღნიშნავს.

ადგილზე იმყოფება იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, რომელმაც მედიასთან კომენტარი გააკეთა და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე კიდევ ერთხელ მიულოცა.

„ეს დღე არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, არამარტო როგორც ისტორიული თარიღი, არამედ როგორც სიმბოლო დამოუკიდებლობისა, როდესაც პირველი რესპუბლიკა ჩამოყალიბდა - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელსაც სხვათა შორის ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე დემოკრატიულ საფუძვლებზე დამყარებული კონსტიტუცია ჰქონდა, რომელიც ბევრი ევროპული ქვეყნისთვისაც უცხო იყო იმ პერიოდში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფურცელი იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

სამწუხაროდ, ამას ყველაფერს მოყვა ოკუპაცია. თუმცა, ჩვენ შევძელით და 1991 წელს დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა და ეს თარიღი არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობებს, როგორც სიმბოლო თავისუფლებისა, დამოუკიდებლობისა, რადგან თავისუფლების და დამოუკიდებლობის გარეშე არცერთ სხვა სიკეთეს არ აქვს მნიშვნელობა თუ ეს ფუნდამენტი არ ექნა ჩვენს ქვეყანას და ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო იყოს დამოუკიდებელი, სუვერენული და რაც მთავარია - ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხელისუფლება ზრუნავს თითოეულ ადამიანზე, თითოეულ მოქალაქეზე… კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას, მთელს საქართველოს და იმედი მაქვს, რომ მომავალში კიდევ უფრო ძლიერ სახელმწიფოში, კიდევ უფრო წარმატებულ სახელმწიფოში ვიცხოვრებთ ყველანი ერთად“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ