მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პაპუაშვილი 26 მაისის აქციაზე: მიზანია გარე დამკვეთებს აჩვენონ, რომ ასრულებენ დაკვეთას - ეს ადამიანი თავს კომფორტულად გრძნობენ უცხო ქვეყნის პოლიტიკოსებთან და თავს კომფორტულად ვერ გრძნობენ საკუთარ ქვეყანაში, რეგიონებში ხალხთან ერთად
პაპუაშვილი 26 მაისის აქციაზე: მიზანია გარე დამკვეთებს აჩვენონ, რომ ასრულებენ დაკვეთას - ეს ადამიანი თავს კომფორტულად გრძნობენ უცხო ქვეყნის პოლიტიკოსებთან და თავს კომფორტულად ვერ გრძნობენ საკუთარ ქვეყანაში, რეგიონებში ხალხთან ერთად

იმედი|imedinews.ge

ჩვენ ვიცით რა არის ამ შეკრების მიზანი, საჯაროდაც წამოსცდათ, რომ მიზანია მათ გარე დამკვეთებს თავები დაათვლევინონ, აჩვენონ, რომ საკმარისი რაოდენობა არიან და ასრულებენ მათ დაკვეთას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 26 მაისს დაანონსებულ აქციაზე დასმული კითხვის პასუხად.

მისი თქმით, ეს ადამიანები საქართველოს ისტორიული განვითარების წინააღმდეგ მიდიან და მათი სურვილია საქართველოს განვითარება დაუქვემდებარონ სხვების ინტერესებს.

„თვალნათლივ ვხედავთ, ჩამოყალიბდა ჯგუფი ადამიანების - 4 ოქტომბრის მოქალაქეები, რომლებიც გაემიჯნენ საქართველოს მთავარ ფასეულობებს. 4 ოქტომბრის გადამტრიალებლებს, ამ ხალხს ვხედავთ ყველგან სადაც არის ძალადობა, ზიზღი, საქართველოს ინტერესების დათმობა სხვების ინტერესების სასარგებლოდ. ეს ხალხი ვერ ვნახეთ ჩვენი პატრიარქის გაცილებისას, ახალი პატრიარქის აღსაყდრებისას, ფაშიზმზე გამარჯვების ზეიმისას, ოჯახური სიწმინდის დღის აღნიშვნისას, ანუ არის საზოგადოება, ქვეყანა, მისი ისტორიული გზა და განვითარება და მომავალი ხედვა და გვყავს ადამიანების ჯგუფი, რომლებიც თავს კომფორტულად გრძნობენ უცხო ქვეყნის ელჩებთან, პოლიტიკოსებთან და თავს კომფორტულად ვერ გრძნობენ საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ ეკლესიებში, საკუთარ რეგიონებში ხალხთან ერთად. ამიტომ ამ მხრივ, ვფიქრობ ეს კარგი პროცესია, ვინაიდან სახელობითად ვხედავთ ვინ არის ის ჯგუფი ჩვენი თანამოქალაქეებისა, რომლებიც საქართველოს ისტორიული განვითარების წინააღმდეგ მიდიან და აქვთ ერთი სურვილი, დაუქვემდებარონ საქართველოს განვითარება სხვათა ინტერესებს, რათა დაიმსახურონ სხვათა ტაში. ამიტომ, მე მივესალმები, ჩანდეს რაც შეიძლება გამოკვეთილად, სად დგას ქართველი ხალხი, რომ დგას 26 მაისს დამოუკიდებლობის აღნიშვნისას და სად დგას ეს ჯგუფი მარგინალებისა, რომლებსაც სხვისი დროშას აფრიალებენ, სხვის ჰიმნის მღერიან, სხვა ენაზე აქვთ შეძახილები და ყველაფერი ქართულისგან იცლებიან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ