მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პაპუაშვილი კალასის განცხადებაზე: ეს ყველაზე სამარცხვინო განცხადებაა, ქალბატონი კალასი ევროპულ ღირებულებებს აცდენილია - ჩვენ ყოველთვის თავს ვიკავებთ კრიტიკული კომენტარებისგან, მაგრამ იქნება თავდასხმა ქართველ ხალხზე ბრიუსელის ნებისმიერი წარმომადგენლისგან? - იქნება ადეკვატური პასუხი
პაპუაშვილი კალასის განცხადებაზე: ეს ყველაზე სამარცხვინო განცხადებაა, ქალბატონი კალასი ევროპულ ღირებულებებს აცდენილია - ჩვენ ყოველთვის თავს ვიკავებთ კრიტიკული კომენტარებისგან, მაგრამ იქნება თავდასხმა ქართველ ხალხზე ბრიუსელის ნებისმიერი წარმომადგენლისგან? - იქნება ადეკვატური პასუხი

იმედი|imedinews.ge

ეს ყველზე სამარცხვინო განცხადებაა, რაც ხაზს უსვამს იმას, რამდენად არის ქალბატონი კალასი ევროპულ ღირებულებებს აცდენილი და წარმოდგენა არ აქვს რას ნიშნავს დემოკრატია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას.

მისი თქმით, ქართველ ხალხზე მსგავს თავდასხმებს ყოველთვის ადეკვატურ პასუხს გასცემენ.

„მკაფიოდ უნდა ითქვას ერთი რამ - ნებისმიერი ადამიანი, რომელიც იყენებს ფორმულას, რომ მხარს უჭერს ქართველ ხალხს, მაგრამ არა ხელისუფლებას, ეს ადამიანი: 1. არ აღიარებს დემოკრატიას, (შესაბამისად ქალბატონი [კაია] კალასის განცხადება არის ანტიდემოკრატიული) 2. ეს ადამიანი პატივს არ სცემს საქართველოს სუვერენიტეტს, რომ ქართველმა ხალხმა თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება; 3. ასეთ ადამიანს ქართველი ხალხი უუნარო ბრბოდ მიაჩნია, რომელსაც იმის უნარიც კი არ აქვს, რომ ხელისუფლება შეარჩიოს და კალასის მეურვეობა სჭირდება. ამ დონეზე ხედავს ქართველი ხალხის სახელმწიფოებრიობას, რომ ხელით უნდა გვატაროს, და ჭკუა გვასწავლოს. ეს ყველზე სამარცხვინო განცხადებაა, რაც ხაზს უსვამს იმას, რამდენად არის ქალბატონი კალასი ევროპულ ღირებულებებს აცდენილი და წარმოდგენა არ აქვს რას ნიშნავს დემოკრატია და ეს არის დიდი საფრთხე, როდესაც ევროკავშირს საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს ადამიანი, რომელსაც აქვს ანტიდემოკრატიული აზროვნება. სწორედ ამის გამო არის რომ მას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არც ხვდება და მას არც რთავენ საერთაშორისო მნიშვნელობის დიალოგში. ნახეთ, რომ დაგეგმილია ამ უწყების გადაკეთება, ვინაიდან ქალბატონი კალასის დიდი დამსახურებაა, რომ ასეთი თავქარიანი საგარეო პოლიტიკა აქვს ევროკავშირს. ჩვენ ყოველთვის თავს ვიკავებთ კრიტიკული კომენტარებისგან, მაგრამ იქნება თავდასხმა ქართველ ხალხზე ბრიუსელის ნებისმიერი წარმომადგენლისგან? - იქნება ადეკვატური პასუხი ნებისმიერ ასეთ თავდასხმაზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. განიხილავენ ევროკავშირის სტრატეგიულ მიდგომას შავი ზღვის რეგიონის მიმართ და ამ ფონზე კაია კალასი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს. კალასის თქმით, მათ არ სურთ მთავრობის მხარდაჭერა და სურთ, რომ მხარი დაუჭირონ ქართველ ხალხს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თავს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 35 სტატია.

  • ტამბოვის ოლქში Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრს დრონებით დაესხნენ თავსფორმულა
  • "ბრალის დადგენილებას ხელიც არ მოაწერა" - ღარიბაშვილის თავს "პოლიტიკურ პატიმრად" მიიჩნევს და სამართლებრივ ბრძოლას აანონსებსტვ პირველი
  • შავ ზღვაში თავს დაესხნენ გემს, რომელსაც რუსული ნავთობი გადაჰქონდა - BloombergBM.GE
  • აფხაზეთში რუს ქალს თავს დაესხნენ – ეჭვმიტანილი დააკავესნეტგაზეთი
თავს →

მსგავსი სტატიები

ტრამპი: ჩვენ გვაქვს ამერიკის ყურე, გვაქვს ამერიკის ტბა - ახლა მხოლოდ ოკეანე გვაკლია

ტრამპი: ჩვენ გვაქვს ამერიკის ყურე, გვაქვს ამერიკის ტბა - ახლა მხოლოდ ოკეანე გვაკლია

იმედი

დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს

დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს

იმედი

დონალდ ტრამპის განკარგულებით, ონტარიოს ტბას „ამერიკის ტბა“ ეწოდა

დონალდ ტრამპის განკარგულებით, ონტარიოს ტბას „ამერიკის ტბა“ ეწოდა

იმედი

Euronews: ევროპის ოთხმა სახელმწიფომ ხელახლა წამოწია რუსული გაყინული აქტივების ათვისების საკითხი - ინიციატივის მიზანია უკრაინის სამხედრო და საბიუჯეტო დახმარების უზრუნველყოფა

Euronews: ევროპის ოთხმა სახელმწიფომ ხელახლა წამოწია რუსული გაყინული აქტივების ათვისების საკითხი - ინიციატივის მიზანია უკრაინის სამხედრო და საბიუჯეტო დახმარების უზრუნველყოფა

იმედი