მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პაპუაშვილი: ყველა ხვდება, ეს არის დამუშავებული მეთოდი, თარიღებზე დავით შემოიტანონ განხეთქილება - სასაცილოა ასეთი მცდელობები, როდესაც სურთ, გადაწერონ ისტორია, წაგვიშალონ და ხელახლა ჩაწერონ ჩვენს გონში ახალი მეხსიერება
პაპუაშვილი: ყველა ხვდება, ეს არის დამუშავებული მეთოდი, თარიღებზე დავით შემოიტანონ განხეთქილება - სასაცილოა ასეთი მცდელობები, როდესაც სურთ, გადაწერონ ისტორია, წაგვიშალონ და ხელახლა ჩაწერონ ჩვენს გონში ახალი მეხსიერება

იმედი|imedinews.ge

ეს არის ჩვეულებრივი სპეცსამსახურების მიერ დამუშავებული საზოგადოების გახლეჩის მეთოდი. ამიტომ, სასაცილოა ასეთი მცდელობები, როდესაც სურთ, გადაწერონ ჩვენი ისტორია, წაგვიშალონ და ხელახლა ჩაწერონ ჩვენს გონში ახალი მეხსიერება, დაგვავიწყონ ვინ ვართ და რა არის ის თარიღები, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, „9 მაისი ეს არის ჩვენი გამარჯვების დღე და ის ყოველთვის აღინიშნება, როგორც ჩვენი გამარჯვების დღე“.

„ყველა ხვდება, რომ ეს არის დამუშავებული მეთოდი, რომ თარიღებზე დავით შემოიტანონ განხეთქილება საზოგადოებებში. 25 დეკემბერი თუ 7 იანვარი? 8 თუ 9 მაისი? 7 თუ 8 აგვისტო? - ეს არის ჩვეულებრივი სპეცსამსახურების მიერ დამუშავებული საზოგადოების გახლეჩის მეთოდი. ამიტომ, სასაცილოა ასეთი მცდელობები, როდესაც სურთ, გადაწერონ ჩვენი ისტორია, წაგვიშალონ და ხელახლა ჩაწერონ ჩვენს გონში ახალი მეხსიერება, დაგვავიწყონ ვინ ვართ და რა არის ის თარიღები, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

9 მაისი არის ჩვენი დღე. ეს არის ჩვენი გამარჯვების დღე და ის ყოველთვის აღინიშნება, როგორც ჩვენი გამარჯვების დღე. საქართველოს, ქართველ ერს აქვს ყველაზე დიდი მსხვერპლი გაღებული მოსახლეობაზე გადათვლით და მეტიც, თქვენ თუ აიღებთ ევროკავშირის წევრებს და მათი მხრიდან მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა რაოდენობას, გერმანიას თუ არ ჩავთვლით, საქართველოს აქვს ყველაზე დიდი მსხვერპლი გაღებული. 300 ათასი ქართველი დაეცა ამ ომში და ეს არის ჩვენი წვლილი, მათ შორის, თანამედროვე ევროპის განვითარებაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ფაშიზმზე გამარჯვების დღის თარიღთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა: „სწორედ ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს რვა მაისს; რომ 9 მაისი „რუსულია“, რვა მაისი „ევროპული“; რომ თითქოს, ერთადერთი რაც საქართველოს მოეთხოვება, სამყარო აღიქვას ან „რუსულ“, ან „ევროპულ“ ფერებში და აირჩიოს ან ერთი, ან მეორე“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი