მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პარლამენტის წევრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპული წიგნის გამოფენას დაესწრნენ
პარლამენტის წევრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპული წიგნის გამოფენას დაესწრნენ

პარლამენტის წევრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპული წიგნის გამოფენას დაესწრნენ

იმედი|imedinews.ge

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და კომიტეტის წევრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპული წიგნის გამოფენას დაესწრნენ.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ევროპულ ენებზე შექმნილი რარიტეტული წიგნები, რომლებიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნსაცავში დაცული სხვადასხვა კოლექციიდან შეირჩა და „ბორჯომის კოლექციის“ ტიპოგრაფიული ნიმუშები, რომლებიც ექვთიმე თაყაიშვილის ძალისხმევის შედეგად, საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნდა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადაეცა.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა მიმართა.

„გამოფენაზე XV-XVI საუკუნეების უნიკალური წიგნებია წარმოდგენილი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროპული კულტურული და ინტელექტუალური სივრცის განუყოფელი ნაწილი და ამ სივრცის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი.

„ეს უნიკალური საგანძური კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ჩვენი წინაპრები განათლებას, რომელიც სახელმწიფოებრიობის, ქვეყნის მომავალი განვითარებისა და იმ კეთილდღეობის საფუძველს წარმოადგენს, რომლისკენაც ყველანი მივისწრაფვით“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა.

დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ საქართველოს საბიბლიოთეკო ფონდის უძვირფასესი ნიმუშები: XVI-XVII საუკუნეებში ევროპაში დასტამბული წიგნები, მათ შორის, საქართველოში დაცული ყველაზე ძველი ნაბეჭდი წიგნი, უნიკალური ინკუნაბულა - „წმინდა იერონიმეს ცხოვრება“ (1484 წ.) და ერაზმ როტერდამელის „საუბრები“ (1526 წ. ამსტერდამი).

ღონისძიება ევროპის დღეს მიეძღვნა.

ევროპული წიგნის გამოფენას ასევე ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი, კომიტეტის წევრები ლიკა შარტავა და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ვლადიმერ ბოჟაძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 222 სტატია.

  • კონსპირაციული ბინა თბილისის ცენტრში - პოლიციამ კანაფის სათბურები აღმოაჩინა და ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავარუსთავი 2
  • თბილისის ტრამვაის ტენდერში მონაწილე თურქული კომპანია YDA İnşaat-ი შედეგებს ასაჩივრებსBM.GE
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ