მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან შექმნილი სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა „სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის გაუმჯობესების საკითხებზე. აღინიშნა, რომ სახელმწიფო ენის სამართლებრივი მოწესრიგება და სტანდარტიზაცია სახელმწიფო ენის სრულფასოვანი ფუნქციონირების მნიშვნელოვანი ფაქტორია.

სამუშო ჯგუფის წევრებმა ასევე იმსჯელეს ქართული სალიტერატურო ენის ნორმების გაციფრულების, სახელმწიფო ენის პოპულარიზაციისა და ტერმინთბანკის განვითარების მნიშვნელობაზე. აგრეთვე, მოისმინეს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიში.

სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ლაშხის განცხადებით, სამუშაო ჯგუფის მიზანია, სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით რეკომენდაციების შემუშავება. მათ შორის, განიხილება საკანონმდებლო ცვლილებებისა და სახელმწიფო უწყებებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების პაკეტის წარდგენა. ამასთან, შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ შესასწავლი საკითხების მოცულობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, სამუშაო ჯგუფის საქმიანობა გახანგრძლივდეს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ქართველურ ენათა დაცვის, ასევე სახელმწიფო ენის დეპარტამენტის, ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და სხვა შესაბამისი უწყებების კოორდინირებული თანამშრომლობის საკითხები.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეხვედრა

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 87 სტატია.

  • ესპანეთი სეუტას საზღვარზე დამცავ ბარიერს აშენებს, EU-ს 22 ლიდერი კი საგანგებო შეხვედრას ითხოვსBM.GE
  • „ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართესტვ პირველი
  • ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართარუსთავი 2
  • ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა – დღის წესრიგში პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა და თავდაცვის საკითხებიაფორმულა
შეხვედრა →დაცვის →ჯგუფის →

მსგავსი სტატიები

დავით ქართველიშვილი ესპანეთში მაროკოდან მიგრანტების მასობრივ შესვლაზე: ესპანეთი პოლიტიკური იძულების ობიექტად იქცა, სადაც სატანკო კოლონების ნაცვლად გამოიყენება ათიათასობით ადამიანი, ხოლო არტილერიის თუ დრონების ნაცვლად- შიში, ქაოსი და სახელმწიფო ინსტიტუტების გადატვირთვა

პროექტის „მოუსმინე შენი ქალაქის ემიგრანტს“ ფარგლებში, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს ნინო ლაცაბიძესა და ათენში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს შორის  ონლაინ შეხვედრა გაიმართა

პროექტის „მოუსმინე შენი ქალაქის ემიგრანტს“ ფარგლებში, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს ნინო ლაცაბიძესა და ათენში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

იმედი

მედია: ბელარუსი უკრაინის საზღვართან სადესანტო-მოიერიშე ბრიგადას ქმნის

მედია: ბელარუსი უკრაინის საზღვართან სადესანტო-მოიერიშე ბრიგადას ქმნის

იმედი

სომხეთის პრეზიდენტმა ფაშინიანი პრემიერ-მინისტრად ხელახლა დანიშნა

სომხეთის პრეზიდენტმა ფაშინიანი პრემიერ-მინისტრად ხელახლა დანიშნა

იმედი