მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ფაშინიანი: სომხეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას არ გეგმავს
ფაშინიანი: სომხეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას არ გეგმავს

ფაშინიანი: სომხეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას არ გეგმავს

იმედი|imedinews.ge

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების საკითხი სომხეთის მთავრობის დღის წესრიგში არ დგას. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

ფაშინიანმა ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებაზე კომენტარი სთხოვეს. ზახაროვამ აღნიშნა, რომ თუ სომხეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას გადაწყვეტს, ამით, პირველ რიგში, საკუთარ თავს დააზარალებს.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა სომხეთის ხელისუფლება რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას და რატომ აკეთებს მოსკოვი ამ საკითხზე ასეთ განცხადებებს, ფაშინიანმა უპასუხა:

„ვინ განიხილა მსგავსი რამ? ჩვენ ამის გაკეთების არანაირი განზრახვა არ გვაქვს, არც ოდესმე გვქონია და მსგავსი რამ არც გვიფიქრია.

პირიქით, ჩვენ დიდი სიამოვნებით ვმასპინძლობთ რუსეთიდან ჩამოსულ ტურისტებს და ვხედავთ, რომ ისინი ახლა ძალიან აქტიურად უწყობენ ხელს სომხეთის ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაციას.

სომხეთის საზოგადოებაც დიდი სიამოვნებითა და სიყვარულით ხვდება ამ ადამიანებს და როგორც ჩანს, თავადაც თავს ცუდად არ გრძნობენ სომხეთში. ჩვენ ამის გამო მოხარულები ვართ, ისევე როგორც, რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების შემთხვევაში.

მსგავსი რამ აზრადაც არასდროს მოგვსვლია. ამის გაკეთების არანაირი მიზეზი არ გვაქვს“ - განაცხადა ფაშინიანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რეჟიმში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება გამორიცხაBM.GE
  • ნეპალის პოლიციამ 4 დღის განმავლობაში ნანგრევებში მყოფი ბავშვის გადარჩენა მოახერხა - მაშველები მუშაობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენრუსთავი 2
  • გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: მომავალი მილევად რეჟიმში, ანუ ხმა, რომლისაც ეშინიათფორმულა
  • ღარიბაშვილის ოჯახი ამბობს, რომ "ირაკლი აუცილებელი მოგერიების" რეჟიმში მოქმედებსტვ პირველი
რეჟიმში →გეგმავს →

მსგავსი სტატიები

დონალდ ტრამპი სეუტაში მიგრანტების კრიზისზე: ესპანეთი განადგურდება

დონალდ ტრამპი სეუტაში მიგრანტების კრიზისზე: ესპანეთი განადგურდება

იმედი

ჯეი დი ვენსი: აშშ ირანს არ დაელაპარაკება, ვიდრე  ისინი სავაჭრო გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ

ჯეი დი ვენსი: აშშ ირანს არ დაელაპარაკება, ვიდრე ისინი სავაჭრო გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ

იმედი

The Times: ბრიტანეთის არმიას ხარჯების დაზოგვის მიზნით, მსხვილი სამხედრო სწავლების შეჩერება უბრძანეს

The Times: ბრიტანეთის არმიას ხარჯების დაზოგვის მიზნით, მსხვილი სამხედრო სწავლების შეჩერება უბრძანეს

იმედი

ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში უახლოეს დღეებში,  სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ჩავლენ

ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში უახლოეს დღეებში, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ჩავლენ

იმედი