მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პეტრე მამრაძე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე: დღემდე საიტზე ვერ გამოასწორეს ინფორმაცია საქართველოზე, ხარვეზი არისო. რომელ ქვეყანაში ხდება, რომ გადის თვეები და ხარვეზს ვერ ასწორებენ კომპიუტერულ სისტემაში
პეტრე მამრაძე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე: დღემდე საიტზე ვერ გამოასწორეს ინფორმაცია საქართველოზე, ხარვეზი არისო. რომელ ქვეყანაში ხდება, რომ გადის თვეები და ხარვეზს ვერ ასწორებენ კომპიუტერულ სისტემაში

იმედი|imedinews.ge

ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაში არსებითი წვლილის შეტანა შეუძლია ელჩს. თუ გამოგზავნიან ელჩს, რომელსაც პატივს სცემენ სტრუქტურაში - საგარეო საქმეთა სამინისტროში, ის ჩამოვა, გაეცნობა ვითარებას და მიაწვდის სწორ ინფორმაციას, რომ არც ერთი მტკიცებულება 2024 წლის არჩევნების გაყალბებისა დღემდე არ არსებობს და ა.შ. - თუ ელჩი ამ პოზიციაზე იქნება, არ არის ის ვითარება, რომ გაიწვიონ ასეთი ელჩი, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა პეტრე მამრაძემ კითხვის საპასუხოდ, არსებობს თუ არა ახალი ელჩის პირობებში საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების შესაძლებლობა.

მისივე თქმით, პეტერ ფიშერი პირიქით, სულ სხვა ინფორმაციას აგზავნიდა - როგორც „ნაცმოძრაობის“ წევრი.

პეტრე მამრაძემ ასევე შეაფასა ის ფაქტი, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩი ვერ ახერხებს, რომ რწმუნებები ჩააბაროს შესაბამის უწყებას.

„ეს არის დიდი სკანდალი, უპრეცედენტო რამ, თან ალეკო კარტოზიას გერმანიაში კარგი მხრიდან იცნობენ. ასოცირებულია იმ დროსთან, როდესაც კარგი ურთიერთობა იყო ქვეყნებს შორის. მისთვის გერმანული ენა არის მეორე მშობლიური ენა, რაც ძალიან კარგად მოქმედებს. აი, ამას აჩერებენ, სამაგიეროდ დღემდე საიტზე ვერ გამოასწორეს ინფორმაცია საქართველოზე, ხარვეზი არისო. რომელ ქვეყანაში ხდება, რომ გადის თვეები და ხარვეზს ვერ ასწორებენ კომპიუტერულ სისტემაში“, - აღნიშნა პეტრე მამრაძემ.

უკვე მერვე თვეა, ოფიციალური ბერლინი საქართველოს ელჩისგან რწმუნებათა სიგელს არ იბარებს. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ვებგვერდზე არ აახლებს საქართველოს ხელისუფლების შესახებ ოფიციალურ მონაცემებსაც. აღნიშნულ საკითხებზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გერმანული მხარისგან განმარტება არ მიუღია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ხდება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 47 სტატია.

  • მიშა თუ იტყვის, რომ ხდება პრემიერობის კანდიდატი, პოლიტკურ ველზე თამაშის წესებს გაამარტივებს - ჟორჟოლიანიტვ პირველი
  • ტყის ხანძრების საფრთხის გამო კრეტადან მასიური ევაკუაცია ხდებაფორმულა
  • „საქართველო მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტისთვის ნაკლებად მიმზიდველი ხდება“ - "რია თრეველ ჯორჯია" დივერსიფიკაციის აუცილებლობაზეBM.GE
  • არაფერი განსხვავებული არ ხდება, იგივე ხდება, რაც ოდითგანვე იყო და რაც არის აღნიშნული აგენტურული ქსელის დღის წესრიგი, არაფერი შეცვლილა - კახა კალაძე "ნაცმოძრაობაზე"რუსთავი 2
ხდება →სამინისტროს →

მსგავსი სტატიები

ურსულა ფონ დერ ლაიენი სეუტაში მიგრანტების შეჭრის შესახებ: ვერ დავუშვებთ, რომ ვინმე ჩვენს კავშირში დადგენილი წესების გვერდის ავლით შემოვიდეს

ურსულა ფონ დერ ლაიენი სეუტაში მიგრანტების შეჭრის შესახებ: ვერ დავუშვებთ, რომ ვინმე ჩვენს კავშირში დადგენილი წესების გვერდის ავლით შემოვიდეს

იმედი

ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წარედგინა

ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წარედგინა

იმედი

ნევროლოგი სოფიო ბახტაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესყიდვაზე: ეს წამალი მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარ შეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან

ნევროლოგი სოფიო ბახტაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესყიდვაზე: ეს წამალი მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარ შეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან

იმედი

დავით ქართველიშვილი: ჩატარდა „ნაცმოძრაობის“ ცვილის ფიგურების ავატართა პირველი ყრილობა, სადაც მიღებული იქნა არაერთი ვირტუალური გადაწყვეტილება - მათ შორის საქართველოში ავატარული არჩევნების ჩატარების თაობაზე. მანამდე ვირტუალურ ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგება დროებითი ავატარული მინისტრთა კაბინეტი, რომლის ჩამოყალიბება მოხდება ექსტრასენსორული გზით ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით