მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პეტრე მამრაძე პეტერ ფიშერზე: არაერთხელ მომისმენია მოქალაქეებისგან, რატომ ითმენს ხელისუფლება ასეთ ელჩს და რატომ არ გააძევებს, ყველას ვუხსნიდი, რომ საქართველოს ეს სკანდალი არ უღირს. ხალხში არის მოლოდინი, რომ ეს ურთიერთობები გამოსწორდება
პეტრე მამრაძე პეტერ ფიშერზე: არაერთხელ მომისმენია მოქალაქეებისგან, რატომ ითმენს ხელისუფლება ასეთ ელჩს და რატომ არ გააძევებს, ყველას ვუხსნიდი, რომ საქართველოს ეს სკანდალი არ უღირს. ხალხში არის მოლოდინი, რომ ეს ურთიერთობები გამოსწორდება

იმედი|imedinews.ge

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრის, პეტრე მამრაძის განცხადებით, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოდან თავის ქვეყანაში აგზავნის ისეთ ინფორმაციას, რომელიც იქ მოეწონებათ და ამდენად, საქართველოზე სიმართლის თქმით იგი განწყობას არავის გაუფუჭებს.

„მაგალითად, იმის თქმით, რასაც წინა ელჩი ამბობდა, რომ არ არის გაყალბებული არჩევნები და ასე შემდეგ. აქ კი [ფიშერის შემთხვევაში] პირიქით, აგზავნიდა იმას, რაც იქ უხაროდათ და შესაბამისად, სრული სიმბიოზი იყო“, - განაცხადა მამრაძემ გადაცემაში „EURO ანატომია“ პეტერ ფიშერზე საუბრისას.

მან ასევე ისაუბრა, რამდენად უწყობს ხელს გერმანიის ელჩის ასეთი ქმედებები საქართველოს მოქალაქეებში გერმანიის მიმართ ნეგატიური განწყობების ჩამოყალიბებას.

მამრაძის თქმით, ძალიან ბევრმა ადამიანმა ეკითხება მას, რატომ ითმენს ხელისუფლება ასეთ ელჩს და რატომ არ გააძევებს მას საქართველოდან.

„ყველას ვუხსნიდი, რომ საქართველოს ეს სკანდალი არ უღირს, ილაპარაკოს, რაც უნდა, ოღონდ უნდა ვუპასუხოთ სიმართლე. შესაბამისად, ეს განწყობები არის. მაგრამ, მე მახსოვს განწყობები გერმანიის საგარეო საქმეთ მინისტრის, ანალენა ბერბოკის მიმართ - „ამ ქალს არ უნდა დანახვა, რაც ხდება საქართველოში?!“ ისმენდნენ მის გამონათქვამებს ტელევიზიით - „როგორ იბრძვის ქართველი ხალხი ევროპული გზისთვის“ - ამ ძალადობით, პოლიციის დაწვით და ასე შემდეგ. ასე, რომ ეს ნეგატიური განწყობები ჩამოყალიბდა“, - აღნიშნა მამრაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს გერმანიასთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს , პირველი რესპუბლიკიდან დაწყებული, როცა 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობა სწორედ გერმანიის ინიციატივით გამოცხადდა. მისი თქმით, არის მოლოდინი, რომ ეს ურთიერთობები გამოსწორდება.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პეტრე მამრაძე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე: დღემდე საიტზე ვერ გამოასწორეს ინფორმაცია საქართველოზე, ხარვეზი არისო. რომელ ქვეყანაში ხდება, რომ გადის თვეები და ხარვეზს ვერ ასწორებენ კომპიუტერულ სისტემაში

იან პრაუდი: საქართველოს ეკონომიკა ძალიან კარგად ვითარდება და ინარჩუნებს მდგრადი წინსვლის მაჩვენებლებს. ეს გახლავთ ხელისუფლების მიერ სამშვიდობო პოლიტიკის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანის შედეგი

იან პრაუდი: საქართველოს ეკონომიკა ძალიან კარგად ვითარდება და ინარჩუნებს მდგრადი წინსვლის მაჩვენებლებს. ეს გახლავთ ხელისუფლების მიერ სამშვიდობო პოლიტიკის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანის შედეგი

იმედი

მაიკლ ფონ დერ შულენბურგი: მცირე ზომის სახელმწიფოებს აქვთ ძალიან ბევრი შესაძლებლობა. თქვენ არ გაქვთ დიდი სახელმწიფოების მსგავსად დიდი სამხედრო რესურსი, ამიტომ გონიერებაა თქვენი იარაღი, დიპლომატია, კომპრომისი

პეტრე მამრაძე: პეტერ ფიშერი განსაკუთრებული შემთხვევაა და მახსოვს, როდესაც ჩამოვიდა ელჩად, ერთი თვე იქნებოდა გასული, როცა გერმანიის საელჩოდან მოდიოდა ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი არანაირად არ ჯდება დიპლომატის ჩარჩოებში. შემდეგ გაირკვა, რომ მამუკა ხაზარაძის სახლში ცხოვრობს, დადის მისი მანქანით და ფულს საერთოდ არ იხდის