
ფილიპინებზე ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა
იმედი|imedinews.ge
ფილიპინებში მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 07:37 საათზე მოხდა. ეპიცენტრი ფილიპინების მთავარი სამხრეთ კუნძულის, მინდანაოს ქალაქ გენერალ-სანტოსის სანაპიროსთან, 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
რეგიონის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ფილიპინებმა, ინდონეზიამ და იაპონიამ, ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოსცეს, თუმცა ამ დროისთვის უმეტესობა გაუქმებულია.
ფილიპინების პრეზიდენტმა, ფერდინანდ მარკოს უმცროსმა „ყველა შესაბამის სამთავრობო უწყებას დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდა“.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge