
ფილიპინებზე ტაიფუნს მსხვერპლი მოჰყვა, ჩინეთში კი ევაკუაცია გამოცხადდა
იმედი|imedinews.ge
ფილიპინებსა და ჩინეთს ძლიერმა ტაიფუნმა გადაუარა. განსაკუთრებით დაზარალდა ფილიპინები. ტაიფუნმა იქ ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიის ეპიცენტრში 8 რეგიონი მოექცა, სადაც, საერთო ჯამში, 380 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით სტიქიამ 6 ადამიანი იმსხვერპლა, 7 კი დაშავდა.
ჩინეთში კი სტიქიის ეპიცენტრი შანხაი და შენჟენის მეგაპოლისი იყო. ქარის სიჩქარე, რომელსაც ძლიერი წვიმაც ახლდა თან, საათში 162 კილომეტრს აღწევდა, რეგიონში მასობრივი ევაკუაცია გამოცხადდა.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge