მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ფილოსოფოსი მიშელ ონფრე: „დიფ სთეითი“ ნამდვილად არსებობს - რატომ არიან დავოსში ან „დიდ შვიდეულზე“ ადამიანები საგანგებოდ შერჩეულები, ტელეფონები აკრძალულია და არავინ ამბობს, რაზე იყო საუბარი? ეს ხდებოდა საბჭოთა კავშირში, მაგრამ ახლა საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებიც გამუდმებით გვესაუბრებიან სამართლებრივ სახელმწიფოსა და დემოკრატიაზე
ფილოსოფოსი მიშელ ონფრე: „დიფ სთეითი“ ნამდვილად არსებობს - რატომ არიან დავოსში ან „დიდ შვიდეულზე“ ადამიანები საგანგებოდ შერჩეულები, ტელეფონები აკრძალულია და არავინ ამბობს, რაზე იყო საუბარი? ეს ხდებოდა საბჭოთა კავშირში, მაგრამ ახლა საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებიც გამუდმებით გვესაუბრებიან სამართლებრივ სახელმწიფოსა და დემოკრატიაზე

იმედი|imedinews.ge

ჟურნალ „ფრანს პოპულერში“ ერთი ნომერი მივუძღვენით „დიფ სთეითს“. „დიფ სთეითი“ ნამდვილად არსებობს, - განაცხადა ფრანგმა ფილოსოფოსმა მიშელ ონფრემ ფრანგი პოლიტიკოსის მარინ ლე პენის სასამართლოსა და 2027 წლის გაზაფხულზე ჩასატარებელი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ საუბრისას.

ფილოსოფოსის თქმით, „დიფ სთეითი“ რომ ნამდვილად არსებობს, ამის ერთ-ერთი დასტურია „დიდი შვიდეულის“ და დავოსის ფორუმის შეხვედრები, როდესაც ადამიანებს, რომლებიც გამუდმებით საუბრობენ დემოკრატიასა და სამართლებრივ სახელმწიფოზე, შეუძლიათ საზოგადოებას განუცხადონ, რომ არ სურთ იმის თქმა, რა საკითხები იქნა განხილული ზემოთ ხსენებულ შეხვედრებზე.

„დიფ სთეითი“ ნამდვილად არსებობს. დღესდღეობით იმართება შეხვედრები, სადაც გარკვეულ პირებს შესვლა ეკრძალებათ. ეს ეხება როგორც მასონებს, ისე „დიდი შვიდეულის“ შეხვედრებს ან დავოსის ფორუმს. რა ხდება დემოკრატიაში ან დემოკრატიულ ქვეყნებში ისეთი, რომ შეუძლიათ თქვან: „ჩვენ არ გვინდა, რომ იცოდეთ რას ვაკეთებთ“ - რას ნიშნავს ეს? რას უნდა ნიშნავდეს ეს საიდუმლოება ან აკრძალვა? რატომ არის, რომ მაგალითად, დავოსში ან „დიდ შვიდეულზე“, ადამიანები საგანგებოდ არიან შერჩეულები, ტელეფონები აკრძალულია და არავინ ამბობს, რაზე იყო საუბარი? - ეს უპრობლემოდ ხდებოდა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოში, მაგრამ აქ საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებიც გამუდმებით გვესაუბრებიან სამართლებრივ სახელმწიფოზე და დემოკრატიაზე.

როგორ ხდება, რომ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ მსოფლიოს მომავალი და თან ისე, რომ ეს კონკრეტულ გეგმად არ გამოაცხადოთ, თითქოს „ჩვენი პროექტია შევცვალოთ ადამიანი ან შევცვალოთ კაცობრიობა“ - მაგრამ, ამავდროულად, თქვენ ვერ გაიგებთ, როგორ აპირებენ ისინი ადამიანის თუ კაცობრიობის შეცვლას, რადგან ეს საიდუმლოდ დარჩება.

ასე რომ, ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა, აქვთ თავიანთი იდეები, ჰყავთ დამცველები და საყრდენები. მე ვფიქრობ, რომ მარინ ლე პენის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები მართლმსაჯულებიდან არ გამომდინარეობს - ეს არის მართლმსაჯულების ინსტრუმენტალიზაცია“, - განაცხადა მიშელ ონფრემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გვაქვს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 34 სტატია.

  • არჩილ გორდულაძე ღარიბაშვილზე: უმძიმესია, როდესაც ჩვენი გუნდის ერთ-ერთ ლიდერზე და პრემიერ-მინისტრზე გვაქვს საუბარი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, პირდაპირ ჩართული იყო კორუფციულ დანაშაულშირუსთავი 2
  • საქართველოს უმსხვილესი კრედიტორი ქვეყნები საფრანგეთი და გერმანიაა - რამდენი ვალი გვაქვს?BM.GE
  • მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან – ზარქუა ღარიბაშვილზენეტგაზეთი
  • კობახიძე: დღეს გვაქვს სუვერენული სახელმწიფო, ესაა ერეკლე II-ის გადაწყვეტილების შედეგიფორმულა
გვაქვს →

მსგავსი სტატიები

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

იმედი

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

იმედი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

იმედი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი