მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე: სინდიკაციის მეთოდით სახაზინო ფასიანი ქაღალდების განთავსება, მიზნად ისახავს ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას ახალი ინსტრუმენტების გამოყენებით
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე: სინდიკაციის მეთოდით სახაზინო ფასიანი ქაღალდების განთავსება, მიზნად ისახავს ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას ახალი ინსტრუმენტების გამოყენებით

იმედი|imedinews.ge

სინდიკაციის მეთოდით განხორციელებული 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების განთავსება მიზნად ისახავს ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას ახალი ინსტრუმენტების გამოყენებით, ასევე, გაზრდილი მოცულობის შეთავაზება, მნიშვნელოვანია განსაკუთრებით არარეზიდენტი ინვესტორების ინტერესის დასაკმაყოფილებად, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ობლიგაციების გამოშვების შეფასებისას.

როგორც მან აღნიშნა, საშინაო ფასიანი ქაღალდების ამ გამოშვებამ მაღალი დაინტერესება გამოიწვია, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ინვესტორების მხრიდან - მთლიანმა მოთხოვნამ 1.8 მილიარდ ლარამდე შეადგინა, რაც გამოსაშვებ მოცულობას 4.5-ჯერ აღემატება.

მისი თქმით, სინდიკაციის პროცესში, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, შესაძლებელი გახდა ფასი ორჯერ შემცირებულიყო და პრაქტიკულად, იმ პერიოდში არსებული იგივე ვადიანობის საბაზრო ფასთან გათანაბრებულიყო.

„საბოლოოდ, აღნიშული ფასიანი ქაღალდების 65% არარეზიდენტი, ხოლო 35% ადგილობრივი ინვესტორებისთვის განთავსდა. გეოგრაფიული კუთხითაც მნიშვნელოვანია, რომ არარეზიდენტი ინვესტორების დიდ ნაწილს შეადგენენ ინვესტორები გაერთიანებული სამეფოდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და კონტინენტური ევროპიდან“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.

მისი თქმით, მიმდინარე გამოშვება განხორციელდა 2026 წლის ბიუჯეტით საშინაო ვალისთვის განსაზღვრული მთლიანი ზღვრული მოცულობის ფარგლებში და შესაბამისად, აღნიშნული განთავსებით არ მომხდარა ბიუჯეტისთვის დამატებითი რესურსის მოძიება ან დამატებითი ვალის მთლიანი მოცულობის ზრდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 202 სტატია.

  • დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზეBM.GE
  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

იმედი