მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ფინეთის პრეზიდენტი: ჩინეთი რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების საშუალებას არ მისცემს
ფინეთის პრეზიდენტი: ჩინეთი რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების საშუალებას არ მისცემს

ფინეთის პრეზიდენტი: ჩინეთი რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების საშუალებას არ მისცემს

იმედი|imedinews.ge

ჩინეთმა ფინეთს დაუდასტურა, რომ რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას არ მისცემს, - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა.

სტუბმა ჟურნალისტის კითხვაზე, შეიძლება თუ არა რუსეთმა ბირთვულ იარაღს მიმართოს, მკაფიოდ განაცხადა, რომ პეკინი მოსკოვის მიერ უკრაინაში ომის ესკალაციის მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორია.

„მიმდინარე ზაფხულს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მესტუმრა და ეს საკითხი დავაყენე. მან მითხრა, რომ ჩვენ ამას არასოდეს დავუშვებთ. ვფიქრობ, ეს საკმაოდ ძლიერი შემაკავებელი ფაქტორია“, - განაცხადა სტუბმა.

გამოცემა POLITICO-ის ცნობით, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი სტუბს 5 ივლისს ჰელსინკიში შეხვდა. შეხვედრისას განხილულ საკითხებს შორის იყო რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში და ევროპის უსაფრთხოება. ჩინეთი მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ და დიპლომატიურ პარტნიორად რჩება.

სტუბის თქმით, მოსკოვს ასევე აწყობს, რომ ევროპელები მუდმივად ბირთვული ესკალაციის ან ნატოზე პირდაპირი თავდასხმის საფრთხეზე იყვნენ კონცენტრირებული.

„რუსეთს სურს, ჩვენ, ევროპელები, აქ ვისხდეთ და ვმსჯელობდეთ: მოახდენს თუ არა რუსეთი ესკალაციას? გამოიყენებს თუ არა ბირთვულ იარაღს? დაესხმება თუ არა თავს ნატოს და ევროპას?“, - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.

სტუბი პარტნიორებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

„შეინარჩუნეთ სიმშვიდე, იყავით გაწონასწორებული, შეინარჩუნეთ თავშეკავება და იყავით ფხიზლად. ნუ გაამწვავებთ ვითარებას. მოემზადეთ ყველაზე უარესი სცენარისთვის, რათა თავიდან აიცილოთ ის“, - დასძინა მან.

როგორც POLTICO წერს, სტუბის ეს გაწონასწორებული ტონი მისთვის დამახასიათებელია. მაისში, მას შემდეგ, რაც დრონი ჰელსინკის მახლობლად ფინეთის საჰაერო სივრცეში შევიდა და ამის გამო გამანადგურებლების აფრენა გახდა საჭირო, მან განაცხადა, რომ ფინეთი „პირდაპირი სამხედრო საფრთხის წინაშე არ დგას“.

ფინეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის სამხედრო ძალები კვლავ უკრაინაში არიან ჩაბმული, ხოლო ნატოს შემაკავებელი შესაძლებლობები ალიანსზე პირდაპირ თავდასხმას მეტად ნაკლებად სავარაუდოს ხდის.

თუმცა სტუბმა ასევე განაცხადა, რომ ევროპა უახლოვდება იმ ეტაპს, როდესაც მოსკოვთან პირდაპირი პოლიტიკური დიალოგის აღდგენა კვლავ საჭირო გახდება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი განცხადებაა იმ ქვეყნის პრეზიდენტისგან, რომელსაც რუსეთთან 1 340-კილომეტრიანი საზღვარი აქვს და რომელიც მოსკოვის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ნატოს შეუერთდა.

„დარწმუნებული ვარ, ვუახლოვდებით დღეს, როდესაც ევროპელებისთვის სასარგებლო იქნება რუსეთთან უფრო პირდაპირი კონტაქტის დამყარება. განსაკუთრებით იმიტომ, რომ გაუგებრობების თავიდან აცილება გვჭირდება“, - განაცხადა სტუბმა.

თუმცა ფინეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპა ამ ეტაპამდე ჯერ არ მისულა და ახლო მომავალში მთავარი პრიორიტეტი კვლავ უკრაინის მხარდაჭერა უნდა იყოს.

„უბრალოდ დადუმების ღილაკს ვერ დააჭერ. დისკუსია უნდა გახსნა“, - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ცოტნე ანანიძე ოპოზიციის აქტივისტის თეონა ბაღდავაძის განცხადებაზე: გიორგი ზერეკიძის ადამიანურ, ოჯახურ ტრაგედიაზე ქილიკი, ყოველგვარ ქართულობას და ევროპულობას აცდენილია

ცოტნე ანანიძე ოპოზიციის აქტივისტის თეონა ბაღდავაძის განცხადებაზე: გიორგი ზერეკიძის ადამიანურ, ოჯახურ ტრაგედიაზე ქილიკი, ყოველგვარ ქართულობას და ევროპულობას აცდენილია

იმედი

Google Maps-მა ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ ამერიკელი მომხმარებლებისთვის ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და მას ამერიკის ტბა დაარქვა

Google Maps-მა ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ ამერიკელი მომხმარებლებისთვის ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და მას ამერიკის ტბა დაარქვა

იმედი

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უცხოელი ინფლუენსერებისა და ფოტოგრაფების რეგიონში მოწვევას აგრძელებს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უცხოელი ინფლუენსერებისა და ფოტოგრაფების რეგიონში მოწვევას აგრძელებს

იმედი

თბილისის საქალაქო სასამართლომ შეურაცხყოფის მიყენების გამო მოქალაქეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შეურაცხყოფის მიყენების გამო მოქალაქეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

იმედი