მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ფოკაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ტენდერი გამოცხადდა
ფოკაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ტენდერი გამოცხადდა

ფოკაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ტენდერი გამოცხადდა

იმედი|imedinews.ge

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში, წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ტენდერი გამოაცხადა, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ტენდერი ითვალისწინებს საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას და შემდგომ, აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე, სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას.

„პროექტი მოიცავს ფარავნის ტბის სანაპიროზე არსებული ღია სანათლავისა და მასთან მისასვლელი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, მდინარე ფარავნის სათავე ნაგებობისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას, არსებული ხიდის რეკონსტრუქციას, სანიტარული კვანძების განახლებას, ასევე მონასტრის ტერიტორიაზე საავტომობილო გზისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა-რეაბილიტაციას.

პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება არსებული პარკინგი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ტაძრის ეზოსა და გალავნის დაზიანებულ მონაკვეთებს, განახლდება გარე განათებისა და ელექტრომომარაგების ქსელი. ასევე, მოეწყობა მრავალფუნქციური საგანმანათლებლო ცენტრი, მოწესრიგდება მონასტრის ტერიტორიაზე არსებული შენობები და წყალმომარაგების სისტემა.

ფოკას წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია. შესაბამისად, ვიზიტორებისა და მომლოცველებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის მოწყობა კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონისთვის დადგენილი მოთხოვნებისა და რეგულაციების დაცვით განხორციელდება.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ფოკაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ვიზიტორებისა და მომლოცველებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას და ტერიტორიის ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის შენარჩუნებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პრემიერი: ანწუხელიძის წამება და მკვლელობა ახალი მომხდარი იყო და სააკაშვილი და მერაბიშვილი ხელგაშლილი ესაუბრებოდნენ რუს ტურისტებს და ბიზნესმენებს, მთავარ რუსოფობებად დანიშნული არიან ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე, მიშა მშვილდაძე, რომლებიც გამოდიოდნენ ტექსტებით, რომ მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი იყო რუსი ტურისტი, რუსული ფული საქართველოში, “ფორმულას” დამფუძნებელი რუსებზე ყიდის ბინას და თან რუსოფობად არის დანიშნული, ამ ყველაფრიდან ჩანს, რომ სინამდვილეში ესენი არიან უცხოელი აგენტები

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის ველზე სახალხო დღესასწაულს - „დიდგორობა 2026“-ს დაესწრო

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის ველზე სახალხო დღესასწაულს - „დიდგორობა 2026“-ს დაესწრო

იმედი

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინტექ ინიციატივები ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარების საერთაშორისო პუბლიკაციაშია

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინტექ ინიციატივები ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარების საერთაშორისო პუბლიკაციაშია

იმედი

POLITICO: საბერძნეთში მასშტაბური ხანძრების მიზეზად მოძველებულ ელექტროსისტემას ასახელებენ

POLITICO: საბერძნეთში მასშტაბური ხანძრების მიზეზად მოძველებულ ელექტროსისტემას ასახელებენ

იმედი