მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის ველზე სახალხო დღესასწაულს - „დიდგორობა 2026“-ს დაესწრო
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის ველზე სახალხო დღესასწაულს - „დიდგორობა 2026“-ს დაესწრო

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის ველზე სახალხო დღესასწაულს - „დიდგორობა 2026“-ს დაესწრო

იმედი|imedinews.ge

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის ველზე, საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, და, ასევე, საქართველოს თავდაცვის ძალებისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად, სახალხო დღესასწაულს - „დიდგორობა 2026“-ს დაესწრო, - ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და დიდგორის ბრძოლის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა.

„დიდგორობა 2026-ის“ ფარგლებში, ირაკლი ჩიქოვანმა, საომარი და საბრძოლო მოქმედებების დროს, ლიდერის თვისებების გამოვლენისა და გამოჩენილი მამაცობისათვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „დიდგორის ჯვარი“, საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა. სახელმწიფო ჯილდო – „დიდგორის ჯვრის ორდენი“, მთავრობის ინიციატივით, 2014 წელს დაწესდა და ყოველი წლის 12 აგვისტოს, გამორჩეულ სამხედრო მოსამსახურეებს გადაეცემათ.

სადღესასწაულო ღონისძიების ფარგლებში, დიდგორის ველზე, მოწყობილია საგამოფენო სივრცეები, ტარდება სპორტული შეჯიბრებები, კონცერტები და თეატრალიზებული წარმოდგენები.

ინფორმაციისთვის, დიდგორობის დღესასწაული ეძღვნება 905 წლის წინ, 1121 წლის 12 აგვისტოს, დიდგორის ბრძოლაში, საქართველოს მეფის, დავით IV აღმაშენებლის მეთაურობით, ქართველთა ისტორიულ გამარჯვებას თურქ-სელჩუკთა გაერთიანებულ ლაშქარზე. დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებას, ჩვენი ქვეყნისთვის, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ის გახდა ქვეყნის გაერთიანების საფუძველი_ დავით აღმაშენებელმა შემოიერთა თბილისი, რომელიც 400 წლის განმავლობაში, მტრის ხელში იყო. მისი გათავისუფლების მერე, დავითმა, დედაქალაქი, ქუთაისიდან თბილისში გადმოიტანა. დავით აღმაშენებლის უსახელო ისტორიკოსმა, დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებას, „ძლევაჲ საკვირველი“ უწოდა და საქართველოს ისტორიაში, დიდგორის ბრძოლა, სწორედ „ძლევაი საკვირველის“ სახელით შევიდა.

ჩვენი ქვეყნისა და სრულიად საქრისტიანოსთვის უმნიშვნელოვანესი დიდგორის ბრძოლის ტაქტიკური დეტალები შეტანილია მსოფლიოს თითქმის ყველა, მნიშვნელოვან, სამხედრო სახელმძღვანელოში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დირექტორი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 45 სტატია.

  • პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავსBM.GE
  • BMG: ეკონომიკის სამინისტროში ადასტურებენ, რომ დავით ვარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის მოვალეობას ასრულებსტვ პირველი
  • განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სამინისტროს ერთგულებამ და მტკიცე სურვილმა, რომ "ჯივინოსტატი" საქართველოს პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს - Italfarmaco-ს აღმასრულებელი დირექტორირუსთავი 2
  • საზმაუს დირექტორად მეორე ვადით თინათინ ბერძენიშვილი აირჩიეს, ის ერთადერთი კანდიდატი იყოფორმულა
დირექტორი →სამსახურის →

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე: პლაჟზე გადის ვიღაც ორი უცხოელი აგენტი, პარტიული აქტივისტი და მერე პარტიული ტელევიზია ამას წარმოაჩენს ისე, თითქოს ქართულ საზოგადოებას აქვს პროტესტი რუსი ტურისტების მიმართ, საზოგადოება არაფერ შუაშია, ქართული საზოგადოებისთვის და კულტურისთვის რუსოფობია უცხო მოვლენაა

თამარ იოსელიანი: უზრუნველვყოფთ იმას, რომ ქვეყანაში დაინერგოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების სტანდარტი, რაც თავის მხრივ მოიცავს სხვადასხვა მიმართულებით სტანდარტების დანერგვას

თამარ იოსელიანი: უზრუნველვყოფთ იმას, რომ ქვეყანაში დაინერგოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების სტანდარტი, რაც თავის მხრივ მოიცავს სხვადასხვა მიმართულებით სტანდარტების დანერგვას

იმედი

თამარ იოსელიანი: სამუშაოები ხორციელდება გეგმა-გრაფიკის შესაბამისად და ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ 2029 წელს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა მიიღოს პირველი გემი

თამარ იოსელიანი: სამუშაოები ხორციელდება გეგმა-გრაფიკის შესაბამისად და ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ 2029 წელს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა მიიღოს პირველი გემი

იმედი

პრემიერი: რუსოფობიური კამპანიის გაჩაღების არაერთი მცდელობა ჰქონდათ 2022 წლის შემდეგ, იგივე ადამიანები იყვნენ ამაში ჩართული, ვინც 2009-2010-2011 წლებში მიესალმებოდნენ საქართველოში რუსულ ფულს, ასეთი აღქმა მაქვს, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია განხორციელდა თურმე სინამდვილეში უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ, ბუნებრივია პასუხი ამაზე არ აქვთ, შესაბამისად დუმს სააკაშვილი, დუმან NGO-ები და პარტიული ტელევიზიები