მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: ანწუხელიძის წამება და მკვლელობა ახალი მომხდარი იყო და სააკაშვილი და მერაბიშვილი ხელგაშლილი ესაუბრებოდნენ რუს ტურისტებს და ბიზნესმენებს, მთავარ რუსოფობებად დანიშნული არიან ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე, მიშა მშვილდაძე, რომლებიც გამოდიოდნენ ტექსტებით, რომ მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი იყო რუსი ტურისტი, რუსული ფული საქართველოში, “ფორმულას” დამფუძნებელი რუსებზე ყიდის ბინას და თან რუსოფობად არის დანიშნული, ამ ყველაფრიდან ჩანს, რომ სინამდვილეში ესენი არიან უცხოელი აგენტები
პრემიერი: ანწუხელიძის წამება და მკვლელობა ახალი მომხდარი იყო და სააკაშვილი და მერაბიშვილი ხელგაშლილი ესაუბრებოდნენ რუს ტურისტებს და ბიზნესმენებს, მთავარ რუსოფობებად დანიშნული არიან ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე, მიშა მშვილდაძე, რომლებიც გამოდიოდნენ ტექსტებით, რომ მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი იყო რუსი ტურისტი, რუსული ფული საქართველოში, “ფორმულას” დამფუძნებელი რუსებზე ყიდის ბინას და თან რუსოფობად არის დანიშნული, ამ ყველაფრიდან ჩანს, რომ სინამდვილეში ესენი არიან უცხოელი აგენტები

იმედი|imedinews.ge

მთელი არსი უცხოელი აგენტების არის ის, რომ უცხოელ აგენტს რასაც ავალებენ, იმას აკეთებს, მაშინ პატრონების ინტერესებში იყო, რომ აქაურ აგენტურას დამატებითი ეკონომიკური პრობლემები არ შეჰქმნოდა, მისცეს მარტივი დირექტივა, რომ სააკაშვილი უნდა დახვედროდა რუს ტურისტებს, ბიზნესმენებს ლარსის გამშვებ პუნქტზე, ახლა აქვთ განსხვავებული დავალება, იმიტომ რომ ახლა პირიქით, „დიფ სთეითის“ ინტერესებშია, უცხოური აგენტურა გამოიყენოს საქართველოსთვის ეკონომიკური ზიანის მისაყენებლად, - ამის განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად. მისივე თქმით, მაშინ კონკრეტული ადამიანები გამოდიოდნენ ტექსტებით იმასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი იყო რუსი ტურისტი, რუსული ფული საქართველოში, მიესალმებოდნენ ამ ყველაფერს და დღეს ეს ადამიანები არიან დანიშნულები მთავარ რუსოფობებად საქართველოში. „მთელი არსი უცხოელი აგენტების არის ის, რომ უცხოელ აგენტს რასაც ავალებენ, იმას აკეთებს. და მაშინ სააკაშვილს დავალებული ჰქონდა რუსებისთვის კარის გაღება, რუსი ტურისტებისთვის კარის გაღება, რომ დახვედროდა მათ ლარსის გამშვებ პუნქტზე და ა.შ. ეს იყო დავალება, ეს იყო მაშინ „დიფ სთეითის“ ხაზი. ერთ-ერთი მიზანი რა იყო - აგენტურა ჰყავდათ ხელისუფლებაში, მაშინ ისედაც უამრავი პრობლემა იყო 2008 წლის ომის შემდეგ, 2009 წლის ეკონომიკური ვარდნა და ა.შ. და მაშინ პატრონების ინტერესებში იყო, რომ აქაურ აგენტურას დამატებითი ეკონომიკური პრობლემები არ შეჰქმნოდა. აქედან გამომდინარე, მისცეს მარტივი დირექტივა, რომ სააკაშვილი უნდა დახვედროდა რუს ტურისტებს, ბიზნესმენებს ლარსის გამშვებ პუნქტზე. ახლა აქვთ განსხვავებული დავალება, იმიტომ რომ ახლა პირიქით, „დიფ სთეითის“ ინტერესებშია, უცხოური აგენტურა გამოიყენოს საქართველოსთვის ეკონომიკური ზიანის მისაყენებლად. მაშინ იყო საპირისპირო ინტერესი, საპირისპირო მიზანი. „დიფ სთეითს“ უნდოდა, რომ არ შეჰქმნოდა დამატებითი ეკონომიკური სირთულეები მის აგენტურას, როცა ის იყო ხელისუფლებაში, ახლა „დიფ სთეითის“ ინტერესებშია, რომ საქართველოს შეექმნას თუნდაც მცირე ეკონომიკური სირთულეები. ამიტომ მაშინ მიიღო სხვა დავალება აგენტურამ და დღეს მიიღო სხვა. სააკაშვილი მიესალმებოდა 2009-2010-2011 წლებში რუს ტურისტებს, როცა ერთი, ორი და სამი წლის მომხდარი იყო აგვისტოს ომი. როდესაც ახალი დაღუპულები იყვნენ ჩვენი სამხედროები, პოლიციელები, სამოქალაქო პირები, 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 30 000 ადამიანს დაატოვებინეს სახლ-კარი. ახალი მომხდარი იყო ეს ყველაფერი და ანწუხელიძის წამება და მკვლელობაც ახალი მომხდარი იყო და მაშინ ხელგაშლილი ესაუბრებოდა რუსებს, რუს ტურისტებს, ბიზნესმენებს სააკაშვილი და მერაბიშვილი. თქვენ იცით, ვინ არიან დღეს დანიშნული მთავარ რუსოფობებად გარედან უცხოურ აგენტურაში, ეს არის ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე, მიშა მშვილდაძე ფორმულას დამფუძნებელი და მაშინ ეს ადამიანები გამოდიოდნენ პირდაპირ ტექსტებით იმასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი იყო რუსი ტურისტი, რუსული ფული საქართველოში, მიესალმებოდნენ ამ ყველაფერს. დღეს ეს ადამიანები არიან დანიშნულები მთავარ რუსოფობებად საქართველოში. ერთ-ერთი მათგანი, ფორმულას დამფუძნებელი რუსებზე ყიდის ბინას და თან რუსოფობად არის დანიშნული. ამ ყველაფრიდან ხომ ჩანს, რომ სინამდვილეში ესენი არიან უცხოელი აგენტები, რასაც დაავალებენ გარე ინტერესების მიხედვით, იმას გააკეთებენ,“- აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სააკაშვილის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 93 სტატია.

  • "ორმაგი სტანდარტი და ქვეყნის მოღალატეობრივი პოლიტიკა.. სააკაშვილი წარმოადგენდა და წარმოადგენს თავის "ნაცაგენტურასთან" ერთად უცხოურ ძალას" - გურამ მაჭარაშვილირუსთავი 2
  • ცხინვალი: კობახიძემ სააკაშვილის ბრალეულობა აღიარა, პასუხისმგებლობა ქვეყანამაც უნდა აიღოსნეტგაზეთი
  • კობახიძემ სააკაშვილი დამნაშავედ აღიარა, პასუხისმგებლობა ქვეყანას უნდა დაეკისროს - ცხინვალის ე.წ. საგარეოBM.GE
  • ცხინვალის ე.წ. საგარეო: კობახიძემ ოფიციალურად აღიარა სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედფორმულა
სააკაშვილის →რუსული →მომხდარი →

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე: თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ - “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში

პრემიერი ტვ პირველს: ოკუპაციის შესახებ კანონის დამრღვევი დეპუტატები შემოიყვანეს „ნაცმოძრაობამ“ და უსუფაშვილმა 2016 წელს საქართველოში და არავის არაფერი გაუგია, 2020 წელს თქვენს პარტიას ჰქონდა წინასაარჩევნო ღონისძიება, სადაც „თბილისო“ შესრულდა ნახევრად რუსულად და რეაქციაც არ გქონიათ, იმიტომ, რომ ყალბია რუსოფობია თქვენს შორისაც კი, უცხოურ აგენტურაშიც კი ყალბია, არათუ ქართულ საზოგადოებაში

ზურაბ სიჭინავა: „დამაღრმავებელ გემ Tristao Da Cunha-სთან ერთად იმუშავებს ასევე Al Idrisi, შედეგად, მივიღებთ 17,5 მეტრამდე დაღრმავებულ ფსკერს, რაც შესაძლებლობას იძლევა, პორტმა მიიღოს ყველაზე მძიმე ტვირთამწეობის მქონე გემები, როგორიც არის Panamax-ი, Post Panamax-ი და Bosphorus Max-ი“

ირაკლი კობახიძე: რუსეთის ხელისუფლებამ აწარმოა პოლიტიკა, რომელმაც შედეგად მოიტანა ტერიტორიების ოკუპაცია, ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი პოზიცია გვაქვს, როდესაც ადამიანები ცდილობენ, პოლიტიკა გადაიტანონ ხალხთაშორის ურთიერთობებში, ეს არის უბრალოდ შეგნებული ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ