მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: BBC-ი ცილისწამების სარჩელის ფარგლებში ტრამპის ოჯახის წევრების სასამართლოში გამოძახებას ითხოვს
POLITICO: BBC-ი ცილისწამების სარჩელის ფარგლებში ტრამპის ოჯახის წევრების სასამართლოში გამოძახებას ითხოვს

POLITICO: BBC-ი ცილისწამების სარჩელის ფარგლებში ტრამპის ოჯახის წევრების სასამართლოში გამოძახებას ითხოვს

იმედი|imedinews.ge

BBC-ი ცდილობს სასამართლოში გამოიძახოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვაჟი, ქალიშვილი და სიძე - აღნიშნული დაკავშირებულია 10 მილიარდი დოლარის ცილისწამების სარჩელთან, რომელსაც პრეზიდენტი ბრიტანული მაუწყებლის წინააღმდეგ აწარმოებს, - წერს გამოცემა POLITICO.

BBC-ის ადვოკატები აცხადებენ, რომ ტრამპის ოჯახის წევრებს „უდავოდ გააჩნიათ პირადი ინფორმაცია“ პრეზიდენტ ტრამპის განზრახვების შესახებ იმ გამოსვლისას, რომელიც ამ საქმის ცენტრალური ეპიზოდია - საუბარია 2021 წლის 6 იანვარს მხარდამჭერებისადმი მის მიმართვაზე, როდესაც კაპიტოლიუმზე იერიში იწყებოდა.

პრეზიდენტის სარჩელის თანახმად, 2024 წელს დიდ ბრიტანეთში გასულმა BBC-ის დოკუმენტურმა ფილმმა მისი რეპუტაცია შელახა - გამოსვლის ფრაგმენტების გაერთიანებით შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს იგი ძალადობას ახალისებდა.

BBC-იმ სამონტაჟო შეცდომის გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა აცხადებს, რომ ეს სასამართლო დავის დასაწყებად საკმარისი საფუძველი არ არის.

წარმომადგენელთა პალატის 6 იანვრის კომისიის მიერ შეგროვებულ ჩვენებებზე დაყრდნობით, BBC-ის იურისტები აღნიშნავენ, რომ დონალდ ტრამპ უმცროსი და ივანკა ტრამპი ესწრებოდნენ პრეზიდენტის მიერ გამოსვლის ტექსტის ჩასწორებას და ახლდნენ მას სიტყვით გამოსვლისას. გარდა ამისა, BBC-ის მხარის განცხადებით, კუშნერმა მოამზადა განცხადების პროექტი, რომლითაც პრეზიდენტს ძალადობა უნდა დაეგმო.

უწყებების საფუძველზე, BBC-ი ტრამპის ოჯახის წევრებისგან როგორც სასამართლომდელ ჩვენებებს, ისე საქმესთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას ითხოვს.

სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, BBC-ი მაისში შეეცადა უწყებები კუშნერისა და ივანკა ტრამპის მაიამის რეზიდენციაში ჩაებარებინა, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. თავის მხრივ, საიდუმლო სამსახურის იურისტმა, ტროი ეპშტეინმა BBC-ის მხარეს ელექტრონული ფოსტით აცნობა, რომ უწყებას არ ჰქონდა უფლებამოსილება, აღნიშნული ოფიციალური შეტყობინებები მიეღო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 173 სტატია.

  • დონალდ ტრამპმა დრონების იმპორტზე ტარიფები დააწესაBM.GE
  • ტრამპი ანკარიდან საიდუმლოდ, ირანის საფრთხის გამო, სხვა თვითმფრინავით გაემგზავრაფორმულა
  • "მთელი სრუტე გაწმენდილი გვაქვს ნაღმებისგან" - ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს 100%-ით აკონტროლებსრუსთავი 2
  • ირანისგან კომპენსაციას ვითხოვ - დონალდ ტრამპიტვ პირველი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

ლიბანის პრეზიდენტი გმობს ისრაელის თავდასხმებს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში

ლიბანის პრეზიდენტი გმობს ისრაელის თავდასხმებს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში

იმედი

დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, სოფლის მეურნეობის სრული ღირებულებათა ჯაჭვი გავაძლიეროთ

დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, სოფლის მეურნეობის სრული ღირებულებათა ჯაჭვი გავაძლიეროთ

იმედი

აკაკი ალადაშვილი რუსოფობიურ განცხადებებზე: ეს არის მცდელობა, რომ რუსეთმა ჩვენ როგორც რუსოფობიურ და რუსეთისთვის მტრულ სახელმწიფოდ აღგვიქვას, შეგვიჩეროს ჩვენ ეკონომიკური ურთიერთობები და ჩამოიშალოს ჩვენი ეკონომიკა

ცოტნე ანანიძე: ტოკიოდან თბილისამდე, უხვ ნალექთან დაკავშირებული გამოწვევებია, ვნახეთ მერიის თანამშრომლების თავდაუზოგავი მუშაობა ძლიერი წვიმის დროს, ოპოზიცია კი, ლაზარეობას (ამინდის ღვთაება) ითხოვს კალაძისგან