
Politico: ბრიტანეთის პრემიერს მიმოწერა ჰქონდა პირთან, რომელიც თავს ტრამპის აპარატის ხელმძღვანელად ასაღებდა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი, შესაძლოა, მიმოწერას აწარმოებდა პირთან, რომელიც თავს ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ერთ-ერთ უახლოეს მრჩევლად ასაღებდა, - წერს Politico ოთხ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.
წყაროები ამტკიცებენ, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ესაუბრებოდა პირს, რომელიც თავს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად, სუზან უაილსად ასაღებდა, თუმცა შემდეგ ეჭვი შეეპარა რომ ეს კონტაქტი სანდო იყო.
ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ბერნემი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრების რეზიდენციაში დაბინავდა, მათ „რამდენიმე შეტყობინება“ გაცვალეს, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ამ შეტყობინებებს „არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია“.
როგორც ორმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, ვაშინგტონში დიდი ბრიტანეთის საელჩო ამ ინციდენტმა იმდენად შეაშფოთა, რომ ეს საკითხი თეთრ სახლშიც კი წამოჭრა. ბრიტანეთის მთავრობაში შიშობდნენ, რომ უაილსის ტელეფონი ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდა.
იმედი
წყარო: imedinews.ge