
ტრამპი: ძალიან მალე, ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოვაცხადებ
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა ირანს ეკონომიკური თვალსაზრისით ძლიერად დაარტყამს.
ტრამპის თქმით, ძალიან მალე, ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებს.
პოლიციის აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა აღნიშნა, რომ ამას იმისთვის აკეთებენ, რათა "ძალიან ბოროტ ქვეყანას ბირთვული იარაღი არ ჰქონდეს".
"როდესაც ირანს საბოლოოდ დავამარცხებთ, ის კი სერიოზულ მარცხს განიცდის, ძალიან მალე, ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოვაცხადებ.
ჩვენ ბლოკადას ვინარჩუნებთ.
ჩვენი სურვილის გარეშე არცერთი გემი არ გაივლის.
ამიტომ, როცა ოდნავ მეტის გადახდა გიწევთ [საწვავში] და ახლა 4 დოლარს იხდით, ეს არაფერია. მე ბოდიშს არასდროს მოვიხდი. სწორად მოვიქეცი", - თქვა ტრამპმა.
მანამდე, აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ადმინისტრაციამ შესაძლოა, მომდევნო კვირიდან თეირანის წინააღმდეგ ისეთი ეკონომიკური ზომები შემოიღოს, რაც "არასდროს გვინახავს".
ფორმულა
წყარო: formulanews.ge