მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: ბულგარეთმა ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები დაბლოკა. ბლოკის მოხსნის მთავარი პირობაა, რომ ჩრდილოეთ მაკედონიამ ოფიციალურად შეიტანოს ცვლილებები კონსტიტუციაში ბულგარული უმცირესობის აღიარების მიზნით
POLITICO: ბულგარეთმა ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები დაბლოკა. ბლოკის მოხსნის მთავარი პირობაა, რომ ჩრდილოეთ მაკედონიამ ოფიციალურად შეიტანოს ცვლილებები კონსტიტუციაში ბულგარული უმცირესობის აღიარების მიზნით

იმედი|imedinews.ge

ბულგარეთმა სამშაბათს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება ისტორიისა და ენის საკითხებზე არსებული დავის გამო დაბლოკა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

მიმდინარე წლის მარტში ევროკავშირი ჩრდილოეთ მაკედონიასა და ალბანეთთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდა, თუმცა ბულგარეთმა დაბლოკა პროცესის შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპი - მოლაპარაკებების ჩარჩოს დამტკიცება, რომელიც აუცილებელია ორ დასავლეთბალკანურ ქვეყანასთან ოფიციალური მოლაპარაკებების დასაწყებად.

სოფიას წინასწარ ჰქონდა გაცხადებული, რომ ჩარჩოს არ დაამტკიცებდა, თუმცა ეს გადაწყვეტილება სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა ჩრდილოეთ მაკედონიისთვის, რომლის ევროკავშირში ინტეგრაციის გზა წლების განმავლობაში უკვე შეფერხებული იყო საბერძნეთთან ისტორიისა და იდენტობის საკითხებზე არსებული დავის გამო. ჩრდილოეთ მაკედონიის ვიცე-პრემიერმა ევროპული ინტეგრაციის საკითხებში, ნიკოლა დიმიტროვმა განაცხადა: „ჩვენ ვერ შევცვლით ჩვენს ისტორიას ან გეოგრაფიას, მაგრამ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი მომავალი. სამწუხაროდ, დღეს ეს დიდი შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით“.

ევროკავშირის რამდენიმე მაღალჩინოსანმა და დიპლომატმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ბულგარეთი ორმხრივ საკითხებს იყენებს იმ პროცესის შესაფერხებლად, რომელიც მთლიანად ევროკავშირსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის მიმდინარეობს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის საქმეებს ერთმანეთთან მჭიდროდ აკავშირებენ და მათი განცალკევების წინააღმდეგ გამოდიან, რადგან მიაჩნიათ, რომ ამან, შესაძლოა, რეგიონში დამატებითი დაძაბულობა გამოიწვიოს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონფორმულა
  • ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარებანეტგაზეთი
  • ევროკავშირმა ყველაზე ძვირად ღირებულ რუსულ ბეწვზე სანქციები გააუქმაBM.GE
  • მძღოლების მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების გამოყენება ევროკავშირში სავალდებულო გახდარუსთავი 2
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი

ზესტაფონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების სატყეო უბნების ადმინისტრაციული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ზესტაფონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების სატყეო უბნების ადმინისტრაციული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

იმედი