მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: ევროკომისია ესპანეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაასრულოს საკანონმდებლო პროცესი ლობირების სფეროს რეფორმირების კუთხით, მათ შორის ლობისტთა სავალდებულო საჯარო რეესტრის შემოღების გზით
POLITICO: ევროკომისია ესპანეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაასრულოს საკანონმდებლო პროცესი ლობირების სფეროს რეფორმირების კუთხით, მათ შორის ლობისტთა სავალდებულო საჯარო რეესტრის შემოღების გზით

იმედი|imedinews.ge

ევროკომისია ესპანეთსა და უნგრეთს მოუწოდებს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები რეფორმების დასაჩქარებლად, რაც მიზნად ისახავს მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღებას, გამჭვირვალობის სტანდარტების ამაღლებასა და ანტიკორუფციული მექანიზმების განმტკიცებას, - წერს გამოცემა POLITICO.

კანონის უზენაესობის შესახებ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში ევროკომისია ესპანეთს აკრიტიკებს. გამოცემა POLITICO-ს ხელთ არსებული დოკუმენტის თანახმად, ესპანეთის ხელისუფლებამ მხოლოდ შეზღუდული პროგრესი აჩვენა მაღალი თანამდებობის პირთათვის ინტერესთა კონფლიქტისა და ქონებრივი დეკლარირების რეგულაციების გამკაცრების მიმართულებით.

მიუხედავად იმისა, რომ მადრიდმა „საჯარო კეთილსინდისიერების შესახებ“ კანონპროექტი უკვე წარადგინა და ანტიკორუფციული სახელმწიფო გეგმაც მიიღო, ევროკომისიის შეფასებით, არსებული რეგულაციების „პრაქტიკული აღსრულება“ არ გაუმჯობესებულა.

კომისია მოითხოვს აღსრულების მექანიზმების გამკაცრებას, მათ შორის, ისეთი დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოს შექმნას, რომელიც აღჭურვილი იქნება საგამოძიებო და სანქციების დაკისრების ეფექტიანი უფლებამოსილებით.

ევროკომისიის შეფასებით, ესპანეთმა უმნიშვნელო პროგრესს მიაღწია ლობირების სფეროს რეფორმირების კუთხითაც. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ლობისტური საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით შემუშავებული კანონპროექტი პარლამენტს ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებია. კომისია ესპანეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაასრულოს საკანონმდებლო პროცესი, მათ შორის ლობისტთა სავალდებულო საჯარო რეესტრის შემოღების გზით.

ანგარიშში კრიტიკის ადრესატი უნგრეთიც არის. ევროკომისიის შეფასებით, არ შეინიშნება პროგრესი სასამართლოს ქვედა ინსტანციებში საქმეთა განაწილების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიმართულებით. ასევე, არ გადადგმულა შემდგომი ნაბიჯები მოსამართლეების, პროკურორებისა და სასამართლოს პერსონალის ანაზღაურების ზრდის სისტემურად და სტრუქტურირებულად განხორციელების კუთხით.

მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ აღიარა პროგრესი გარკვეულ სფეროებში, მათ შორის ქონებრივი დეკლარირების სისტემის რეფორმირებისა და სამოქალაქო საზოგადოებასთან დაკავშირებული ღონისძიებების კუთხით, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ კვლავ რჩება არსებითი ხარვეზები. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომისია ახალ მთავრობას მოუწოდებს, გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას მართლმსაჯულების სისტემისა და ანტიკორუფციული რეფორმების დასაჩქარებლად.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 82 სტატია.

  • BSP-ის ყულევის ნავთობგადამმუშავებელმა ქარხანამ ლიბიური ნავთობი მიიღო - რუსული ნავთობის ჩანაცვლების პროცესი დასრულდაBM.GE
  • სალომე სამადაშვილი: მდინარაძის წასვლა პროცესის დასაწყისია და არა დასასრულიფორმულა
  • ფაშინიანი: ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის პროცესს მალე დავიწყებთნეტგაზეთი
  • საქალაქო სასამართლოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი მიმდინარეობსრუსთავი 2
პროცესი →

მსგავსი სტატიები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის 31 აგვისტოს საცდელი ტესტირება ჩატარდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის 31 აგვისტოს საცდელი ტესტირება ჩატარდება

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სახალხო დღესასწაულს „ტბელობას“ დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სახალხო დღესასწაულს „ტბელობას“ დაესწრო

იმედი

ცოტნე ანანიძე გიგა ლემონჯავას განცხადებაზე, რომ „ივანიშვილის გაკეთილშობილებას რამდენი ხანიც არ უნდა ველოდოთ არ მოხდება“: ასეთი შეფასებები აქვთ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედის მიმართ. მერე თავადვე უკვირთ, რატომ უჭერს მხარს საზოგადოება ბიძინა ივანიშვილს

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

იმედი