მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: რაფაელ გლუკსმანის ოცნება, გახდეს საფრანგეთის შემდეგი პრეზიდენტი, მოულოდნელი დაბრკოლების წინაშე დგას - მან უნდა გაიმარჯვოს ცენტრისტულ-მემარცხენე პრაიმერიზში, რომელიც მოულოდნელად საკმაოდ კონკურენტული გახდა
POLITICO: რაფაელ გლუკსმანის ოცნება, გახდეს საფრანგეთის შემდეგი პრეზიდენტი, მოულოდნელი დაბრკოლების წინაშე დგას - მან უნდა გაიმარჯვოს ცენტრისტულ-მემარცხენე პრაიმერიზში, რომელიც მოულოდნელად საკმაოდ კონკურენტული გახდა

იმედი|imedinews.ge

რაფაელ გლუკსმანის ოცნება, გახდეს საფრანგეთის შემდეგი პრეზიდენტი, მოულოდნელი დაბრკოლების წინაშე დგას - მან უნდა გაიმარჯვოს ცენტრისტულ-მემარცხენე პრაიმერიზში, რომელიც მოულოდნელად საკმაოდ კონკურენტული გახდა, - წერს გამოცემა POLITICO.

კვირას „სოციალისტური პარტიის“ ლიდერმა, ოლივიე ფორმა გამოაცხადა, რომ პრაიმერიზში გლიუქსმანს დაუპირისპირდება. ამ ნაბიჯმა ევროპარლამენტის წევრისთვის მოსალოდნელი იოლი გამარჯვება დაბრკოლებად აქცია, რამაც, შესაძლოა, 2027 წლის გაზაფხულის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, მისი კანდიდატურის კრახი გამოიწვიოს.

მიუხედავად იმისა, რომ გლუკსმანი „სოციალისტური პარტიის“ წევრი არ არის, იგი დათანხმდა მათი ეგიდით გამართულ პრაიმერიზში მონაწილეობას, რათა საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის მხარდაჭერა და დაფინანსება მოეპოვებინა.

ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ იგი თავისი პოლიტიკური ბანაკის საუკეთესო ვარიანტია უკიდურესად მემარჯვენე ფავორიტთან, მარინ ლე პენთან დასაპირისპირებლად. ფორეს გამოჩენამდე ცოტა თუ ვინმე ჩანდა ისეთი, ვინც მის ჩამოგდებას შეძლებდა - მათ შორის იყვნენ შედარებით ნაკლებად ცნობილი სამი დეპუტატი და სეგოლენ რუაიალი, სოციალისტების კანდიდატი 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

გავლენიანი მემარცხენე შეხედულებების ბიზნესმენი და მედიამაგნატი მატიო პიგასი, რომელიც შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის ვალის რესტრუქტურიზაციისთვის დაიქირავა, ასევე განიხილავს პრაიმერიზში მონაწილეობას - აცხადებს მასთან დაახლოებული პირი.

მაგრამ ფორს, რომელიც „სოციალისტებს“ რვა წელზე მეტია ლიდერობს, ყველაზე მეტად შესწევს უნარი, გლუკსმანს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს და გამარჯვება გაურთულოს.

„სოციალისტური პარტიის“ ერთ-ერთმა კანონმდებელმა აღნიშნა, რომ ახლა ეს დაძაბული ბრძოლა იქნება.

გლუკსმანს უკვე აკრიტიკებენ მისი ცენტრისტული პოლიტიკური კურსისა და ელატარული იმიჯის გამო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოცნების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • რა მისიით მიდის კობახიძე გაეროში - რას ამბობენ "ოცნებაში"ტვ პირველი
  • წოდებები, პარლამენტი, მთავრობა - როგორ იცვლებოდა მამუკა მდინარაძის თანამდებობები "ოცნების" ხელისუფლებაშიBM.GE
  • პირველი გამოხმაურება “ოცნებიდან” ღარიბაშვილის ახალ ბრალდებაზენეტგაზეთი
  • გაეროში რუსეთის ელჩმა „ქართული ოცნების“ პოლიტიკასა და ბარამიძის განცხადებაზე ისაუბრაფორმულა
ოცნების →

მსგავსი სტატიები

1 800-მდე აბიტურიენტს წელს გამონაკლისის სახით ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა ეძლევა - პრემიერის ინიციატივას ოპოზიცია საკუთარ გამარჯვებად წარმოაჩენს

1 800-მდე აბიტურიენტს წელს გამონაკლისის სახით ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა ეძლევა - პრემიერის ინიციატივას ოპოზიცია საკუთარ გამარჯვებად წარმოაჩენს

იმედი

The New York Times: რუსეთის ფინანსთა მინისტრი უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირველად ესწრება G20-ის შეხვედრას აშშ-ში

The New York Times: რუსეთის ფინანსთა მინისტრი უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირველად ესწრება G20-ის შეხვედრას აშშ-ში

იმედი

„ელჩის ფუნქციას საყოველთაოდ აღიარებული დიპლომატიური ნორმები და პრაქტიკა განსაზღვრავს, რაც ურთიერთპატივისცემასა და შიდა საქმეებში ჩაურევლობას გულისხმობს“ - ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის ელჩს მოუწოდა, შეწყვიტოს მთავრობის ოფიციალური პირების კრიტიკა სოციალურ ქსელებში

ლიონელ მესიმ ეროვნულ ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად განაცხადა

ლიონელ მესიმ ეროვნულ ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად განაცხადა

იმედი