მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: რუტე ნატოს მოკავშირეებს ამერიკული იარაღის ყიდვას სთავაზობს, რათა აშშ-მა მათ ზურგი არ შეაქციოს
POLITICO: რუტე ნატოს მოკავშირეებს ამერიკული იარაღის ყიდვას სთავაზობს, რათა აშშ-მა მათ ზურგი არ შეაქციოს

POLITICO: რუტე ნატოს მოკავშირეებს ამერიკული იარაღის ყიდვას სთავაზობს, რათა აშშ-მა მათ ზურგი არ შეაქციოს

იმედი|imedinews.ge

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ახალი გეგმა შეიმუშავა, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატოს ზურგს არ შეაქცევს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

გეგმის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა აშშ-თან იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებით რაც შეიძლება ბევრი გარიგება დადონ, რითაც ამერიკა იხეირებს.

სამხედრო მრეწველობა იქნება პრიორიტეტული საკითხი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს, რომელიც დღეს შვედეთის ქალაქ ჰელსინბორგში გაიმართება, წერს გამოცემა.

POLITICO-ს ცნობით, ნატოს გენმდივანმა უკანასკნელ კვირებში სამხედრო მრეწველობის წარმადობის გაზრდის კამპანია წამოიწყო, რათა ანკარაში ივლისში გასამართი ნატოს სამიტის წარმატება უზრუნველყოს.

„რუტეს გეგმა აშშ-თვის კარგი ამბავია“, - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა.

თუმცა, სამხედრო გარიგებებში ალიანსის ჩართვის ნებისმიერი მცდელობები ევროკავშირში კონფლიქტს გამოიწვევს, რადგან ბრიუსელმა მილიარდობით დოლარის კრედიტების გამოყოფა და იურიდიული წინადადებების შემუშავება დაიწყო, რათა ევროპული სამხედრო მრეწველობა ააღორძინოს, აღნიშნულია სტატიაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ

არგენტინის მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობაში, რაც ხელისუფლებას უფლებამოსილებას ანიჭებს, ქვეყნიდან გააძევოს უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ზეპირი თუ წერილობითი ფორმით ავრცელებენ სიძულვილის შემცველ გზავნილებს არგენტინის ან მისი ეროვნული სიმბოლოების წინააღმდეგ

The New York Times: ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად

The New York Times: ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად

იმედი