მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი იმ 10 ქვეყანას შორის არიან, რომლებიც ევროკომისიის გეგმას ეწინააღმდეგებიან - ინიციატივა ევროკავშირის მომდევნო შვიდწლიან ბიუჯეტში დაფინანსების გაცემის პოლიტიკურ რეფორმებთან დაკავშირებას ითვალისწინებს
POLITICO: საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი იმ 10 ქვეყანას შორის არიან, რომლებიც ევროკომისიის გეგმას ეწინააღმდეგებიან - ინიციატივა ევროკავშირის მომდევნო შვიდწლიან ბიუჯეტში დაფინანსების გაცემის პოლიტიკურ რეფორმებთან დაკავშირებას ითვალისწინებს

იმედი|imedinews.ge

საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი იმ 10 ქვეყანას შორის არიან, რომლებიც ევროკომისიის გეგმას ეწინააღმდეგებიან - ინიციატივა ევროკავშირის მომდევნო შვიდწლიან ბიუჯეტში დაფინანსების გაცემის პოლიტიკურ რეფორმებთან დაკავშირებას ითვალისწინებს. ამის შესახებ POLITICO-ს დისკუსიებში ჩართულმა ოთხმა დიპლომატმა განუცხადა.

ევროკომისიის საბიუჯეტო გეგმის მიხედვით, რომელზეც ევროპულ დედაქალაქებში ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ევროკავშირის ქვეყნებს თანხების მისაღებად მრავალი დაბრკოლების გადალახვა დასჭირდებათ, მათ შორის ისეთ შესაძლოა უაღრესად სენსიტიურ საკითხებზე, როგორიცაა საპენსიო ასაკის გაზრდა.

აღნიშნულ იდეას ათივე მთავრობა ოთხშაბათს, ევროკავშირის ელჩების შეხვედრაზე დაუპირისპირდა, რამაც ბლოკის 2028-2034 წლების თითქმის 2-ტრილიონიანი ბიუჯეტის გარშემო მიმდინარე დაძაბულ მოლაპარაკებებში ახალი დაპირისპირების კერა გააჩინა.

ბიუჯეტის ძირითადი კონტრიბუტორები, მათ შორის იტალია, საფრანგეთი და ესპანეთი, ისევე როგორც ევროკავშირის სახსრების წმინდა მიმღებები, როგორიცაა უნგრეთი, მალტა და პოლონეთი, ოთხშაბათის შეხვედრაზე „რეფორმების სანაცვლოდ დაფინანსების“ მოდელის წინააღმდეგ გამოვიდნენ.

კრიტიკოსების თქმით, ამგვარმა მიდგომამ შესაძლოა ეროვნული მთავრობების ძალაუფლება რეგიონების ხარჯზე გაზარდოს და გამოიწვიოს ისეთი რეფორმების თავსმოხვევა, რომლებსაც პოლიტიკური მხარდაჭერა არ გააჩნია.

„ჩვენ არ გვინდა, რომ [ევროკომისიის] რეკომენდაციები თავსმოხვეულ ვალდებულებებად გადაიქცეს“, - აღნიშნა ევროკავშირის დიპლომატმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 106 სტატია.

  • ევროკავშირი ჩრდილოეთ კორეის იმ ბავშვთა ბანაკს ასანქცირებს სადაც უკრაინელებს აგზავნიანფორმულა
  • ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა, წევრი ქვეყნების ზეწოლის გამო, ევროპის თავდაცვის ახალი, მაღალი დონის ჯგუფის შექმნა გააუქმა - POLITICOრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
  • სლოვაკეთმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 12 თვით გახანგრძლივება დაბლოკაBM.GE
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

ზელენსკი: ჩემი შეგრძნებით, პუტინს ტრამპი სჭირდება - მას არ სურს მისი განაწყენება

ზელენსკი: ჩემი შეგრძნებით, პუტინს ტრამპი სჭირდება - მას არ სურს მისი განაწყენება

იმედი

გენერალურ პროკურატურაში კორუფციული სკანდალის ფონზე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

გენერალურ პროკურატურაში კორუფციული სკანდალის ფონზე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

იმედი

The Washington Post: გერმანელი ნაციონალისტების დიდმა გამარჯვებამ ევროპის წამყვან პოლიტიკოსებში განგაში გამოიწვია

The Washington Post: გერმანელი ნაციონალისტების დიდმა გამარჯვებამ ევროპის წამყვან პოლიტიკოსებში განგაში გამოიწვია

იმედი

თამარ ტალიაშვილი რესპუბლიკელ კონგრესმენ აბრაჰამ ჰამადეს შეხვდა

თამარ ტალიაშვილი რესპუბლიკელ კონგრესმენ აბრაჰამ ჰამადეს შეხვდა

იმედი