მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: ტრამპს ირანთან ომის გამო პირველი მარცხი ელოდება
POLITICO: ტრამპს ირანთან ომის გამო პირველი მარცხი ელოდება

POLITICO: ტრამპს ირანთან ომის გამო პირველი მარცხი ელოდება

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ირანთან ომის გამო პირველი მარცხი ელოდება. სტატიას ამ შინაარსით POLITICO აქვეყნებს.

გამოცემის ინფორმაციით, საუბარია პოლიტიკურ და არა სამხედრო მარცხზე.

საქმე ისაა, რომ რამდენიმე დღის წინ აშშ-ის კონგრესის სენატმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც ტრამპს სამხედრო კამპანიის წარმოებას უკრძალავს. კანონპროექტის მიღება „რესპუბლიკური“ პარტიის ზოგი წევრის თანხმობის წყალობით მოხერხდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ირანთან ომი ტრამპის პარტიაშიც არაპოპულარული ხდება.

როგორც POLITICO იუწყება, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატაშიც უნდა უყარონ კენჭი, ხოლო შემდეგ, დიდი ალბათობით, ტრამპი მას ვეტოს დაადებს, ეს მაინც მისი წარუმატებლობა იქნება.

„დღეს არსებული ვითარება ისეთია, რომ „რესპუბლიკურ“ პარტიაში მზად არიან უთხრან ტრამპს: „ჩვენ გარეშე ამ ომს თქვენ ვერ აწარმოებთ“, - განაცხადა „დემოკრატმა“ სენატორმა ტიმ კეინმა.

მოსალოდნელია, რომ „რესპუბლიკელები“ კანონპროექტის დაბლოკვას წარმომადგენელთა პალატაში შეეცდებიან, თუმცა „დემოკრატები“ ამბობენ, რომ ინიციატივას მზარდი პოპულარობა აქვს თავად ტრამპის მხარდამჭერებში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 217 სტატია.

  • „ჰამასი“ ტრამპის გეგმას უპირისპირებს პირობას: ჯერ ისრაელმა უნდა შეწყვიტოს თავდასხმებიფორმულა
  • ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, უიტკოფი და კუშნერი მალე კიევში ჩავლენBM.GE
  • დონალდ ტრამპის განცხადებით, "მშვიდობის საბჭომ" ღაზას სექტორთან დაკავშირებით ისტორიული შეთანხმებას მიაღწიარუსთავი 2
  • „ჰამასი“ ღაზის სექტორში ეტაპობრივ განიარაღებას დათანხმდა - ტრამპიტვ პირველი
ტრამპი →ირანის →

მსგავსი სტატიები

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

იმედი

იმერეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი ცხელ კვალზე დააკავა

იმერეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი ცხელ კვალზე დააკავა

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

იმედი

POLITICO: პენტაგონი უკრაინის სამხედრო დახმარების საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელობას თავს ანებებს

POLITICO: პენტაგონი უკრაინის სამხედრო დახმარების საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელობას თავს ანებებს

იმედი