მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: უკრაინა დასავლეთს რუსეთთან საბრძოლველად ფულს სთხოვს
POLITICO: უკრაინა დასავლეთს რუსეთთან საბრძოლველად ფულს სთხოვს

POLITICO: უკრაინა დასავლეთს რუსეთთან საბრძოლველად ფულს სთხოვს

იმედი|imedinews.ge

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მიხაილო ფიოდოროვის განცხადებით, უკრაინამ ბრძოლის ველზე ინიციატივა დაიბრუნა რუსულ სამხედრო ძალებზე, ლოგისტიკურ ობიექტებსა და ნავთობის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დარტყმების შედეგად. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

როგორც ფიოდოროვმა აღნიშნა, ახლა კიევი ცდილობს, დასავლელი პარტნიორებისგან მილიარდობით დოლარის მოცულობის დამატებითი სამხედრო დახმარება მიიღოს, ვიდრე რუსეთი ახალ ვითარებას მოერგება.

ფიოდოროვის განცხადებით, უკრაინა მოკავშირეებს მოუწოდებს, ისარგებლონ არსებული შესაძლებლობით და დააფინანსონ დრონების, რაკეტებისა და სხვა სამხედრო ტექნოლოგიების ახალი პროგრამები, რაც რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნებასა და უკრაინის ბოლო წარმატებების განმტკიცებას შეუწყობს ხელს. მისი თქმით, საბოლოო მიზანია, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დარწმუნდეს, რომ ამ ომის მოგებას ვერ შეძლებს.

„ჩვენ გვჭირდება დახმარების ახალი ეტაპი, რათა დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. თუ საკმარისი რესურსი გვექნება და რუსეთის ადაპტაციამდე სამხედრო ინოვაციების ახალი ციკლის დაწყებას შევძლებთ, კიდევ დაახლოებით ექვსთვიან უპირატესობას მოვიპოვებთ“, – განაცხადა ფიოდოროვმა POLITICO-თან ინტერვიუში.

POLITICO-ს ინფორმაციით, გასულ კვირას უკრაინამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გადაუდებელი თხოვნით მიმართა, რომ European Peace Facility-ის პროგრამის ფარგლებში გათავისუფლებული 6,6 მილიარდი ევრო სრულად კიევს გადაურიცხონ.

აღნიშნული ფონდის თანხების გამოყოფა წლების განმავლობაში ბლოკირებული იყო უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მთავრობის პოზიციის გამო. არსებული წესით, ეს თანხა ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინისთვის უკვე გაწეული სამხედრო დახმარების ნაწილის ასანაზღაურებლად უნდა მოხმარდეს, თუმცა, ფიოდოროვი მიიჩნევს, რომ თანხა ეროვნული ბიუჯეტების ნაცვლად პირდაპირ უკრაინამ უნდა მიიღოს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 264 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო, ნავთობგადამმუშავებელ და ლოგისტიკურ ობიექტებს დაარტყაBM.GE
  • ევროკომისიამ უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით €6.1 მილიარდი დაამტკიცაფორმულა
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • ოთარ ფარცხალაძემ საბრძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას "გეორგიევსკი" დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნატვ პირველი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

იმედი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი