მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: უნგრეთი და ევროკავშირი ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ 10 მილიარდი ევროს დაფინანსების რა ნაწილი უნდა მიიღოს ქვეყანამ
POLITICO: უნგრეთი და ევროკავშირი ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ 10 მილიარდი ევროს დაფინანსების რა ნაწილი უნდა მიიღოს ქვეყანამ

POLITICO: უნგრეთი და ევროკავშირი ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ 10 მილიარდი ევროს დაფინანსების რა ნაწილი უნდა მიიღოს ქვეყანამ

იმედი|imedinews.ge

უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი, პეტერ მადიარი ევროკომისიასთან დაპირისპირებაში შევიდა, რაც ვიქტორ ორბანის შემდგომი პერიოდის პირველი რეალური გამოცდაა - ბუდაპეშტისთვის გაყინული ევროკავშირის სახსრების რა ნაწილის წამოღებას შეძლებს ის ქვეყანაში? - წერს გამოცემა POLITICO სტატიაში სათაურით „უნგრეთი და ევროკავშირი ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ 10 მილიარდი ევროს დაფინანსების რა ნაწილი უნდა მიიღოს ქვეყანამ“.

ევროკავშირის ორი და უნგრეთის ერთი ოფიციალური პირის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, გააქტიურდა მოლაპარაკებები 10.4 მილიარდ ევროზე, რომელიც უნგრეთს ევროკავშირის პანდემიის შემდგომი აღდგენის ფონდის ფარგლებში ეკუთვნის.

აღნიშნული თანხა შეჩერებული იყო ორბანის მმართველობის პერიოდში ევროკავშირის კანონმდებლობის დარღვევის გამო. ვიქტორ ორბანი, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტს 2010 წლიდან იკავებდა, გასულ თვეში ჩატარებულ არჩევნებში დამარცხდა.

მადიარი გასულ კვირას ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა, რათა წინა მთავრობასთან წლების განმავლობაში არსებული კონფლიქტის შემდეგ ურთიერთობები განეახლებინა.

თუმცა, კეთილი ზრახვების მიუხედავად, ბრიუსელი და ბუდაპეშტი ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ პოსტ-კოვიდური ფონდიდან გამოყოფილი თანხის რა ნაწილი უნდა მიიღოს უნგრეთმა - ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ მოლაპარაკებებში ჩახედული ოფიციალური პირები, რომლებმაც კონფიდენციალური მოლაპარაკებების საჯაროდ განხილვის გამო ანონიმურობის დაცვა ითხოვეს.

კომისიის რეკომენდაციაა, რომ ქვეყანამ მხოლოდ გრანტები მოითხოვოს, მაშინ როცა უნგრეთს სრული თანხის მიღება სურს.

აღნიშნული დაფინანსება იყოფა 6.5 მილიარდი ევროს ოდენობის გრანტებად, რომელთა დაბრუნებაც საჭირო არ არის, და 3.9 მილიარდი ევროს ოდენობის სესხებად, რომლებიც შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთით უნდა დაიფაროს. მადიარის მომავალ ადმინისტრაციას თანხის ოფიციალურად მოთხოვნისთვის ვადა 31 აგვისტომდე აქვს, ხოლო კომისიამ გადახდები 31 დეკემბრამდე უნდა განახორციელოს.

კომისია ამტკიცებს, რომ სრული 10.4 მილიარდი ევროს გამოსაყოფად საკმარისი დრო არ არის, რადგან გადახდები დამოკიდებულია უნგრეთის მიერ კონკრეტული რეფორმების მიზნების შესრულებაზე. სესხის სახით მიღებული სახსრები ასევე დაამძიმებდა ბუდაპეშტის ისედაც დაძაბულ საჯარო ფინანსებს: ქვეყნის ვალი უკვე მშპ-ის დაახლოებით 75 პროცენტს შეადგენს, ხოლო დეფიციტი - სხვაობა დახარჯულსა და მიღებულ შემოსავლებს შორის - პროგნოზირებულია, რომ 2026 წლისთვის მშპ-ის თითქმის 7 პროცენტს მიაღწევს.

თუ მადიარი ბრიუსელის რჩევას გაითვალისწინებს, ეს ნიშნავს, რომ ის 3.9 მილიარდ ევროზე იტყვის უარს. უნგრელი მომლაპარაკებლებისთვის კი, სრულ პაკეტზე ნაკლები თანხით დაბრუნება პოლიტიკურად არასახარბიელოდ გამოჩნდება იმ წინასაარჩევნო კამპანიის შემდეგ, რომელიც ბრიუსელთან ურთიერთობების სრულ განახლებაზე იყო აგებული.

უნგრეთი გეგმავს, რომ მაისის ბოლომდე წარადგინოს ახალი გეგმა ევროკავშირის პირობების დასაკმაყოფილებლად, რომელიც გადახედილ რეფორმებსა და მიზნებს ასახავს. კომისია მოუწოდებს მომავალ ადმინისტრაციას, უარი თქვას ზოგიერთ დამამძიმებელ ღონისძიებაზე, მათ შორის საპენსიო რეფორმის ძირითად ნაწილებზე, რომელთა დასრულებაც აგვისტოს ბოლო ვადამდე ნაკლებად სავარაუდოა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონფორმულა
  • ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარებანეტგაზეთი
  • ევროკავშირმა ყველაზე ძვირად ღირებულ რუსულ ბეწვზე სანქციები გააუქმაBM.GE
  • მძღოლების მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების გამოყენება ევროკავშირში სავალდებულო გახდარუსთავი 2
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

იმედი

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

იმედი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

იმედი

უკრაინული მედია: რუსეთში Wildberries-ის ობიექტები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაიბომბა

უკრაინული მედია: რუსეთში Wildberries-ის ობიექტები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაიბომბა

იმედი