მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: ურსულა ფონ დერ ლაიენი მესამე ვადით ევროკომისიის პრეზიდენტობას არ გეგმავს
POLITICO: ურსულა ფონ დერ ლაიენი მესამე ვადით ევროკომისიის პრეზიდენტობას არ გეგმავს

POLITICO: ურსულა ფონ დერ ლაიენი მესამე ვადით ევროკომისიის პრეზიდენტობას არ გეგმავს

იმედი|imedinews.ge

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის პოსტზე მესამე ვადით დარჩენას არ აპირებს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, აღნიშნულის შესახებ ფონ დერ ლაიენის ადმინისტრაციის უფროსმა კერძო ვახშამზე განაცხადა, ინფორმაციას კი შეხვედრაზე ჩართული მაღალი რანგის ორი ოფიციალური პირი ავრცელებს.

მათი თქმით, 2029 წლის გეგმების საკითხი მაშინ წამოიჭრა, როდესაც ფონ დერ ლაიენის კაბინეტის ხელმძღვანელი ბიორნ ზიბერტი ცდილობდა მაღალი თანამდებობის პირების დარწმუნებას, რომ ევროკომისიის დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმა არ წარმოადგენს ძალაუფლების ცენტრალიზაციის მცდელობას.

სწორედ ამ კონტექსტში ზიბერტმა აღნიშნა, რომ ფონ დერ ლაიენს მესამე ვადით მუშაობის მიმართ ინტერესი არ გააჩნია, რაც, წყაროების ცნობით, გამოიყენეს როგორც არგუმენტი კრიტიკის საპასუხოდ.

კითხვაზე, რამდენად რეალურია ფონ დერ ლაიენის მესამე ხუთწლიანი ვადა, ევროკომისიის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი სრულად კონცენტრირებულია მიმდინარე მანდატზე და ევროპისთვის არსებულ ძირითად გამოწვევებზე, მათ შორის ამ კვირაში დაგეგმილ „დიდი შვიდეულისა“ და ევროპული საბჭოს შეხვედრებზე. მისი თქმით, 2029 წლის საკითხზე მსჯელობისთვის დრო მოგვიანებით დადგება.

ევროკავშირის ხელშეკრულებების მიხედვით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ორვადიანი შეზღუდვა აქვს, თუმცა ევროკომისიის პრეზიდენტზე ასეთი შეზღუდვა არ ვრცელდება. ფონ დერ ლაიენი 2029 წლის არჩევნების დროს 70 წლის იქნება.

მისი მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ხელმძღვანელობის ცენტრალიზებულმა მოდელმა ევროკავშირს დაეხმარა მნიშვნელოვანი კრიზისების მართვაში. მათ შორის რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ და აშშ-თან მზარდ სავაჭრო დაძაბულობაში. თუმცა მოწინააღმდეგეები ამ მიდგომას ზედმეტად ცენტრალიზებულ მმართველობად აფასებენ და ფონ დერ ლაიენის მეორე ვადას აკრიტიკებენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გეგმავს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • “ქარსელაძეების მარანი” ველისციხეში ტურისტული სივრცის განვითარებას გეგმავს - როგორია მოთხოვნა?BM.GE
  • სომხეთი პოლონეთთან სამხედრო-ტექნიკურ სფეროში შეთანხმების რატიფიცირებას პარლამენტში გეგმავსფორმულა
  • მედია: ფონ დერ ლაიენის ახალი ინიციატივა - როგორ გეგმავს ევროკომისია მოქალაქეთა კერძო დანაზოგის გამოყენებას შიდა სესხებისა და ინვესტიციებისთვისრუსთავი 2
  • "ოცნება“ ფიზიკური პირების ქონების გადასახადის ზღვარის გაზრდას გეგმავსტვ პირველი
გეგმავს →

მსგავსი სტატიები

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

იმედი

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

იმედი

დონალდ ტუსკი: რუსეთის მხრიდან მოქმედებების ესკალაცია რეალობად იქცევა და ამის მაგალითები ჩვენს საზღვარს სულ უფრო უახლოვდება

დონალდ ტუსკი: რუსეთის მხრიდან მოქმედებების ესკალაცია რეალობად იქცევა და ამის მაგალითები ჩვენს საზღვარს სულ უფრო უახლოვდება

იმედი