მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე: ევროკავშირში ვეტოს უფლებით ყველა ისარგებლებს, მათ შორის საქართველოც
პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე: ევროკავშირში ვეტოს უფლებით ყველა ისარგებლებს, მათ შორის საქართველოც

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე: ევროკავშირში ვეტოს უფლებით ყველა ისარგებლებს, მათ შორის საქართველოც

იმედი|imedinews.ge

ევროკავშირში ვეტოს უფლებით ყველა ისარგებლებს, მათ შორის საქართველოც, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პოლიტოლოგმა, ნიკა ჩიტაძემ, რომელმაც ევროკავშირში შემავალი ქვეყნების თანასწორუფლებიანობას გაუსვა ხაზი.

მისივე თქმით, ევროკავშირი ყველაზე მძლავრი რეგიონული ორგანიზაციაა. ჩიტაძემ აღნიშნა, რომ ამ ორგანიზაციამ მოახერხა, გათავისუფლებულიყო რუსული ენერგეტიკული გავლენისგან, რუსეთის ბუნებრივი აირის იმპორტისგან. ჩიტაძის თქმით, საუბარია მომავალში ევროკავშირში „მწვანე ენერგიის“ განვითარებაზე.

„ევროკავშირი გახლავთ დემოკრატიული ორგანიზაცია. ყველაზე დიდი ქვეყანა, გერმანია, რომლის მოსახლეობა 82 მლნ-ია და რომლის ფართობია 356 ათასი კვ.კმ; ასევე, საფრანგეთი, რომლის ფართობია 525 ათასი კვ.კმ და მოსახლეობა 60მლნ-ს აჭარბებს და ასევე კვიპროსი, რომლის ფართობი ათასი კვ.კმ-ია, ასევე ესტონეთი რომ ავიღოთ, 1,5 მლნ-ია მოსახლეობა, ერთნაირი უფლებებით სარგებლობენ.

ახლა რაც შეეხება ვეტოს უფლებას, ბატონმა ვატომ [შაქარიშვილი] აღნიშნა - უნგრეთი რომ ბლოკავდა უკრაინისთვის თანხის, 90 მილიარდის გამოყოფას - უკრაინა დღეს ომშია, იბრძვის არა მარტო საკუთარი თავისუფლებისთვის, არამედ თუნდაც, საქართველოსა და მსოფლიოს თავისუფლებისთვის - ეს რომ მომავალში არ განმეორდეს. თორემ, ვეტოს უფლებით ყველა ისარგებლებს, მათ შორის საქართველოც ისარგებლებს“, - აღნიშნა პოლიტოლოგმა, ნიკა ჩიტაძემ.

როგორც ცნობილია, ევროკომისარმა მარტა კოსმა დაადასტურა, რომ ევროკავშირის ახალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდებათ.

მარტა კოსის თქმით, აუცილებელია იმ ვითარებამდე მისვლა, როდესაც მოხდება უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ შეთანხმების გაფორმება. როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია იმაში დარწმუნება, რომ ახალი წევრი სახელმწიფოები ევროპულ წესებს დაიცავენ გაწევრიანებიდან 5-10 ან 15 წლის შემდეგაც.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 153 სტატია.

  • ევროკავშირის სასამართლომ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვაBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

იმედი

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

იმედი

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი