
პოლიციამ ბათუმში მომხდარ ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა
იმედი|imedinews.ge
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში მომხდარ ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა, რომელსაც ძალადობა ედება ბრალად, მიმდინარე წლის 9 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკებისას, ბათუმში ერთ პირს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მომხდარიდან მალევე, მას ბრალდებულის სახით დაკავებული კიდევ ერთი პირი დანის გამოყენებით დაჭრით დაემუქრა. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 - ე და 151- ე მუხლებით მიმდინარეობს.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge