მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Wall Street Journal: ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები მზად არიან ჰორმუზის სრუტეში ირანის კონტროლს შეეგუონ, რათა ომი აღარ განახლდეს
The Wall Street Journal: ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები მზად არიან ჰორმუზის სრუტეში ირანის კონტროლს შეეგუონ, რათა ომი აღარ განახლდეს

The Wall Street Journal: ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები მზად არიან ჰორმუზის სრუტეში ირანის კონტროლს შეეგუონ, რათა ომი აღარ განახლდეს

იმედი|imedinews.ge

სპარსეთის ყურის ქვეყნები სულ უფრო მეტად რწმუნდებიან, რომ ირანის კონტროლი ჰორმუზის სრუტეზე მუდმივ ხასიათს მიიღებს, რაც მათი ნავთობისა და გაზის ექსპორტს და, შესაბამისად, გლობალურ ენერგომომარაგებას განუსაზღვრელი ვადით შეაფერხებს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პრობლემა ისაა, რომ აღნიშნული ქვეყნები შიშობენ, ალტერნატივა, ანუ ომის განახლება კიდევ უფრო მძიმე შედეგებს გამოიწვევს.

ეს რთული ვითარება აჩვენებს, რომ ომმა უფრო ირანი უფრო აგრესიული გახადა და მსოფლიოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რეგიონს თეირანის წინააღმდეგ მოქმედების კარგი ვარიანტი პრაქტიკულად აღარ დარჩა.

ირანის მეტოქეებს სპარსეთის ყურეში არ მოსწონთ შეთანხმების პროექტი, რომელიც ამჟამად განიხილება და რომლის მიზანიც მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტის გახსნაა. შეთანხმება ირანის მიერ სრუტეში შემომავალი გემების კონტროლის ფორმალიზებას ითვალისწინებს. თუმცა, ყურის ქვეყნების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რეგიონი ამ შეთანხმებას აშშ-სა და ირანს შორის სამხედრო მოქმედებების განახლებაზე უკეთეს ვარიანტად მიიჩნევს, რადგან ახალი ომი არაბული ქვეყნების ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას საფრთხის ქვეშ დააყენებს, წერს გამოცემა.

როგორც The Wall Street Journal-ი წერს, შეთანხმებაზე მოლაპარაკებები, რომლის ფარგლებშიც ჰორმუზის გავლით ენერგომატარებლების გადაზიდვების აღდგენაა გათვალისწინებული, ბოლო დღეებში ჩიხში შევიდა. ირანი ფინანსური შეღავათების მიღებასა და სრუტეში ამერიკული და ისრაელის სამხედრო გემების ყოფნის აკრძალვას ითხოვს. თავის მხრივ, აშშ უარს ამბობს ისეთი შეთანხმების განხილვაზე, რომელიც თეირანს საზღვაო გადაზიდვებისთვის დაბრკოლებების შექმნის შესაძლებლობას მისცემს.

გამოცემის ინფორმაციით, ორშაბათს ნავთობის ფასებმა ზრდა დაიწყო და საერთაშორისო ბენჩმარკის, Brent-ის, ფიუჩერსები ბარელზე დაახლოებით 87 დოლარად ივაჭრებოდა.

ამავდროულად, ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მოძრაობა ირანის თავდასხმების გამო შეფერხებულია. ეს თავდასხმები მას შემდეგ დაიწყო, რაც ვაშინგტონსა და თეირანს შორის ივნისში მიღწეული ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც სრუტის გახსნასა და ომის დასრულებისკენ ნაბიჯების გადადგმას ითვალისწინებდა, გასულ თვეში ჩაიშალა. სპარსეთის ყურის ქვეყნების მცდელობებიც, ჰორმუზის სრუტის ბლოკადის გვერდის ავლით ენერგომატარებლების ექსპორტის ალტერნატიული გზები გამოიყენონ, ასევე წარუმატებელი აღმოჩნდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 196 სტატია.

  • ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებებში ახალი პირობა წამოაყენა - აშშ-ის პრეზიდენტი თეირანისგან წარსულში ჩადენილი დანაშაულებისთვის კომპენსაციას მოითხოვსრუსთავი 2
  • ირანისგან კომპენსაციას ვითხოვ - დონალდ ტრამპიტვ პირველი
  • ირანის მოქალაქეები საქართველოში 12,800 კომპანიაში ფიგურირებენ, ეს სტატისტიკა კითხვებს აჩენს - EPRCBM.GE
  • აშშ-ის სენატმა რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების კანონპროექტი მიიღოფორმულა
ირანის →

მსგავსი სტატიები

იმერეთის პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება

იმერეთის პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება

იმედი

The Wall Street Journal: ირანის თავდასხმებმა ახლო აღმოსავლეთში მდებარე სამხედრო ობიექტებსა და ტექნიკაზე აშშ-ს 13 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალი მიაყენა

The Wall Street Journal: ირანის თავდასხმებმა ახლო აღმოსავლეთში მდებარე სამხედრო ობიექტებსა და ტექნიკაზე აშშ-ს 13 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალი მიაყენა

იმედი

დავით ქართველიშვილი: საქართველოს ტერიტორიაზე შეიძლება მოძრაობდეს არა მხოლოდ ტვირთი, მგზავრი და ელექტროენერგია, არამედ თანამედროვე ეკონომიკაში არანაკლებ ძვირფასი რესურსი - მონაცემები და გამოთვლითი სიმძლავრეები

გიორგი ღონღაძე: მეხანძრე-მაშველები გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართულები

გიორგი ღონღაძე: მეხანძრე-მაშველები გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართულები

იმედი