მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პოლონელი ევროდეპუტატი უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებას ეწინააღმდეგება და კიევს პოლონელების გენოციდში დამნაშავე „უკრაინის მეამბოხე არმიის“ განდიდების გამო მწვავედ აკრიტიკებს
პოლონელი ევროდეპუტატი უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებას ეწინააღმდეგება და კიევს პოლონელების გენოციდში დამნაშავე „უკრაინის მეამბოხე არმიის“ განდიდების გამო მწვავედ აკრიტიკებს

პოლონელი ევროდეპუტატი უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებას ეწინააღმდეგება და კიევს პოლონელების გენოციდში დამნაშავე „უკრაინის მეამბოხე არმიის“ განდიდების გამო მწვავედ აკრიტიკებს

იმედი|imedinews.ge

პოლონელი ევროდეპუტატი ევა ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკი უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრებას ეწინააღმდეგება და კიევს პოლონელების გენოციდში დამნაშავე უკრაინის მეამბოხეთა არმიის განდიდების გამო მწვავედ აკრიტიკებს.

როგორც ევროდეპუტატი სოციალურ ქსელ X-ში წერს, პოლონელი დეპუტატები მიმართავენ ევროკომისიას, რეაგირება მოახდინოს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სკანდალური გადაწყვეტილებაზე და მოითხოვენ განმარტებას, რამდენად შეესაბამება „უკრაინის მეამბოხე არმიისგან“ კულტის შექმნა ევროპულ ფასეულობებსა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრების პროცესს.

„პოლონელებისთვის სახეში სილის გაწნა უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. ევროკომისიისგან მოვითხოვთ მკაფიო პასუხს კითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა „უკრაინის მეამბოხე არმიის“ კულტი ევროპულ ღირებულებებთან და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან შეთავსდეს? მართლა, სჯერა, თუ არა ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომ ევროკავშირში არის ადგილი იმ სახელმწიფოსთვის, რომელიც პატივს მიაგებს ქალებისა და ბავშვების მკვლელებს? ჯგუფისთვის, რომელიც პასუხისმგებელია ვოლინში გენოციდზე, რამაც 120 ათასი პოლონელის სასტიკი მკვლელობა გამოიწვია? უკრაინას, რომელიც გამუდმებით საუბრობს სტეფან ბანდერასა და სხვა დამნაშავეებზე, ევროკავშირში გაწევრიანების ფიქრის უფლებაც კი არ აქვს“, - წერს პოლონელი ევროპარლამენტარი.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ქვედანაყოფს „უკრაინის მეამბოხე არმიის გმირების“ სახელი მიანიჭა. პოლონური მხარე მიიჩნევს, რომ „უკრაინის მეამბოხე არმია“ ვოლინის ტრაგედიასთან არის დაკავშირებული.

Zełenski honoruje UPA, a Bruksela dalej chce szybkiego wejścia Ukrainy do UE⁉️ Plucie w twarz Polakom nie może pozostać bez odpowiedzi❗️ Właśnie składamy pytanie do Komisji Europejskiej w sprawie skandalicznego dekretu nr 440/2026, którym Wołodymyr Zełenski nadał ukraińskiej… pic.twitter.com/x2tD4ycAsL — Ewa Zajączkowska-Hernik (@EwaZajaczkowska) June 3, 2026
გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 243 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანაBM.GE
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

ნიკოლოზ სამხარაძე: მივესალმებით ნაურუს ხელისუფლების გადაწყვეტილებას აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ. ვიმედოვნებ, რომ ნაურუს მაგალითს მალე მიყვებიან სირია და ვენესუელა

ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი