მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ვარშავა მზად არის ფიცოს მოსკოვისკენ საჰაერო გზა გაუხსნას, თუ სლოვაკეთი უკრაინის დახმარებას განბლოკავს
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ვარშავა მზად არის ფიცოს მოსკოვისკენ საჰაერო გზა გაუხსნას, თუ სლოვაკეთი უკრაინის დახმარებას განბლოკავს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ვარშავა მზად არის ფიცოს მოსკოვისკენ საჰაერო გზა გაუხსნას, თუ სლოვაკეთი უკრაინის დახმარებას განბლოკავს

იმედი|imedinews.ge

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ოფიციალური ვარშავა მზად არის სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს თვითმფრინავს საჰაერო სივრცე გაუხსნას, რათა ის 9 მაისს მოსკოვში ჩავიდეს, თუ ოფიციალური ბრატისლავა უკრაინისთვის განკუთვნილ დახმარებას აღარ დაბლოკავს.

„შევძლებთ ვაპატიოთ სლოვაკ პრემიერს, რობერტ ფიცოს რუსეთში ვიზიტი, თუ ის უკრაინის დახმარებას აღარ დაბლოკავს“, - ციტირებს პოლონური მედია სიკორსკის.

მან ასევე დასძინა, რომ სლოვაკეთისა და უკრაინის ურთიერთობაში ახალ პოზიტიურ ნიშნებს ხედავს და იმედი გამოთქვა, რომ ეს გახდება „ვიშეგრადის ოთხეულის“ ახალი ეტაპის დასაწყისი.

ცნობისთვის, ფიცო 9 მაისს მოსკოვში ჩასვლას გეგმავს. ის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას აპირებს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სლოვაკეთის პრემიერი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმსაც დაესწრება, თუმცა მოგვიანებით თავად ფიცომ ეს ინფორმაცია უარყო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 243 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანაBM.GE
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →საჰაერო →მინისტრი →

მსგავსი სტატიები

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

იმედი

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

იმედი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

იმედი

უკრაინული მედია: რუსეთში Wildberries-ის ობიექტები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაიბომბა

უკრაინული მედია: რუსეთში Wildberries-ის ობიექტები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაიბომბა

იმედი