მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების ბლოკირებისკენ მოუწოდებს
პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების ბლოკირებისკენ მოუწოდებს

პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების ბლოკირებისკენ მოუწოდებს

იმედი|imedinews.ge

ულტრამემარჯვენე პარტია „კონფედერაციის“ ლიდერი, პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი კშიშტოფ ბოსაკი ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდებს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების საკითხი დაბლოკოს იმის გამო, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ერთ-ერთ სამხედრო ქვედანაყოფს „უკრაინის მეამბოხე არმიის გმირების“ სახელი მიანიჭა. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

ბოსაკის აზრით, პირველ რიგში, პოლონეთმა უნდა გამოაცხადოს, რომ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას დაბლოკავს, სანამ კიევი „ბოროტმოქმედების კულტს არ უარყოფს და ვოლინის ტრაგედიის მსხვერპლთა ექსჰუმაციას არ განახორციელებს“.

პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერის განცხადებით, ვარშავა კიევთან მიმართებით უფრო მკაცრ ნაბიჯებზე უნდა გადავიდეს.

„თუ ჩვენ უკრაინელებზე ნამდვილი ზეწოლის განხორციელება გვსურს, კონკრეტულ მკაცრ ნაბიჯებზე უნდა გადავიდეთ, რომლებსაც ეფექტიანი გავლენა ექნებათ“, - განაცხადა ბოსაკმა.

პოლონელმა პოლიტიკოსმა აგრეთვე მოუწოდა მთავრობას შეწყვიტოს Starlink-ის გადახდა, რომელსაც უკრაინელი სამხედროები წარმატებით იყენებენ. ის მთავრობას სთავაზობს უარი თქვას ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად უკრაინისთვის კრედიტის აღებაზე.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ქვედანაყოფს „უკრაინის მეამბოხე არმიის გმირების“ სახელი მიანიჭა. პოლონური მხარე მიიჩნევს, რომ „უკრაინის მეამბოხე არმია“ ვოლინის ტრაგედიასთან არის დაკავშირებული.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 266 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო, ნავთობგადამმუშავებელ და ლოგისტიკურ ობიექტებს დაარტყაBM.GE
  • ევროკომისიამ უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით €6.1 მილიარდი დაამტკიცაფორმულა
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • ოთარ ფარცხალაძემ საბრძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას "გეორგიევსკი" დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნატვ პირველი
უკრაინის →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი