მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ფოთში მასშტაბური სკრინინგ აქცია გაიმართა
ფოთში მასშტაბური სკრინინგ აქცია გაიმართა

ფოთში მასშტაბური სკრინინგ აქცია გაიმართა

იმედი|imedinews.ge

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, ქალაქ ფოთში, მასშტაბური სკრინინგ აქცია გაიმართა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

აქციის მიზანი მოსახლეობაში პრევენციული მედიცინის პოპულარიზაცია, დაავადებების ადრეული გამოვლენა და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდაა. მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უფასოდ ჩაეტარებინათ სკრინინგული კვლევები ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, მსხვილი ნაწლავისა და პროსტატის კიბოს, ასევე B და C ჰეპატიტების, აივ ინფექცია შიდსის და ჰიპერტენზიის მიმართულებით.

სკრინინგის შედეგად გამოვლენილი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა სახელმწიფოს სხვადასხვა პროგრამით ფინანსდება. კიბოს ადრეული გამოვლენისა და მართვის ეროვნული პროგრამები უზრუნველყოფს როგორც გამოკვლევებს, ისე - მკურნალობის დაფინანსებას.

16 მარტიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით 176 სკრინინგ აქცია ჩატარდა, აქედან ძუძუს კიბოს სკრინინგი ჩაუტარდა 10 ათასამდე ბენეფიციარს, ხოლო ამ აქციებზე ჩატარებული ყველა სახეობის სკრინინგის ჯამური რაოდენობა 56 ათასს გადააჭარბა.

აქციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, მოადგილე ეკა ადამია, ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ბექა ვაჭარაძე, ვიცე მერი ლექსო თოდუა, ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა მხეიძე და დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აქცია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 36 სტატია.

  • ბათუმში, აქციის მონაწილეებზე თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყოფორმულა
  • საბა ჯიქია საკრებულოსთან აქციას შეუერთდატვ პირველი
  • ეკა კუპატაძე შეუერთდა თამარ ბაჩალიაშვილის დედის აქციას პროკურატურასთანნეტგაზეთი
  • ესპანეთის ანკლავ სეუტაში ასობით მიგრანტმა საპროტესტო აქცია გამართა - ისინი ესპანეთის ხელისუფლებისგან თავშესაფრის მინიჭებას ითხოვენრუსთავი 2
აქცია →

მსგავსი სტატიები

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შტაბ-ბინაზე რუსეთის დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაშავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შტაბ-ბინაზე რუსეთის დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაშავდა

იმედი

დედაქალაქის ცხრა საჯარო სკოლაში სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება

დედაქალაქის ცხრა საჯარო სკოლაში სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება

იმედი

„ამ აქტივების ათვისება ისეთი მექანიზმით, რაც ფაქტობრივად კონფისკაციის ტოლფასია, უზარმაზარ რისკებთან იქნება დაკავშირებული“ - ბელგიამ მკვეთრი უარით უპასუხა მორიგ ინიციატივას რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების უკრაინის დამატებითი დახმარებისთვის გამოყენების შესახებ

Euronews: ცხრა კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის, მაშინ როცა სამი მდიდარი დემოკრატია მის ფარგლებს გარეთ დარჩენას ირჩევს

Euronews: ცხრა კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის, მაშინ როცა სამი მდიდარი დემოკრატია მის ფარგლებს გარეთ დარჩენას ირჩევს

იმედი