მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: არის მედიკამენტები, რომელთა ღირებულებაა $3 მლნ და $700 000. მათი თვითღირებულებაა მაქსიმუმ $300 და $700. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა მასშტაბის მაფიაზეა საუბარი, მთავარია, ჩვენ არ ავყვეთ მაფიის ინიციატივებს
პრემიერი: არის მედიკამენტები, რომელთა ღირებულებაა $3 მლნ და $700 000. მათი თვითღირებულებაა მაქსიმუმ $300 და $700. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა მასშტაბის მაფიაზეა საუბარი, მთავარია, ჩვენ არ ავყვეთ მაფიის ინიციატივებს

პრემიერი: არის მედიკამენტები, რომელთა ღირებულებაა $3 მლნ და $700 000. მათი თვითღირებულებაა მაქსიმუმ $300 და $700. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა მასშტაბის მაფიაზეა საუბარი, მთავარია, ჩვენ არ ავყვეთ მაფიის ინიციატივებს

იმედი|imedinews.ge

თავის დროზე მთავრობამ, მათ შორის, საზოგადოების ნაწილის ზეწოლის საფუძველზე, მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და დღემდე დაიხარჯა ათეულობით მილიონი იმაში, რასაც არ მოაქვს ხელშესახები შედეგი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, თუ მთავრობა ამ გზით განაგრძობს სიარულს, შეიძლება გაჩნდეს ფარმაცევტული მაფიის ახალ-ახალი ინიციატივები.

„იყო საქართველოში შემთხვევები, როდესაც ხელისუფლებამ სცადა იოლი გამოსავლის გზით წასვლა და წლების განმავლობაში ამაში დაიხარჯა ხალხის მრავალი მილიონი, რომელსაც რეალურად არ მოაქვს ხელშესახები შედეგი. თავის დროზე მთავრობამ, მათ შორის, საზოგადოების ნაწილის ზეწოლის საფუძველზე მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და დღემდე დაიხარჯა ათეულობით მილიონი იმაში, რასაც არ მოაქვს ხელშესახები შედეგი. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა ამ გზით განაგრძობს სიარულს, შეიძლება გაჩნდეს ფარმაცევტული მაფიის ახალ-ახალი ინიციატივები, რომლებსაც შეიძლება არ მოჰქონდეს არანაირი შედეგები, გარდა ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებისა. საბოლოო ჯამში, ამ თანხების წლიური მოცულობა ძალიან მარტივად შეიძლება ავიდეს მილიარდ ლარამდეც კი. თუ ფარმაცევტული მაფია დაინახავს სახელმწიფოს, მთავრობის სისუსტეს, მილიარდ ლარამდეც კი შეიძლება ავიდეს თანხების მოცულობა, რომელიც ხმარდება არა კონკრეტულ შედეგს, არამედ ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებას. ყველა მაქსიმალური პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს. ეს არ არის ჩვენი თანხა. მე პირადად, არაფერს ვკარგავ ამ თანხის გაცემით, პირიქით, ეს მხოლოდ და მხოლოდ ქულების მომტანი იქნებოდა პერსონალურად მათ შორის, ჩემთვის და მთლიანად მთავრობის გუნდისთვის, მაგრამ მეორე მხარეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა და მთავრობამ უნდა იზრუნოს ხალხის მიერ ბიუჯეტში შეტანილი თითოეული თეთრის რაციონალურად გახარჯვაზე და არც ერთი თეთრი არ უნდა მოხმარდეს ფარმაცევტულ მაფიას.

წამლებზე როცა არის საუბარი, ასევე ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი - წარმოიდგინეთ, რომ არის კონკრეტული მედიკამენტი, რომლის ღირებულება არის მაგალითად, 3 მლნ დოლარი. არის მედიკამენტი, რომლის ღირებულება არის 700 000 დოლარი. ამ წამლების თვითღირებულება ორივე შემთხვევაში არის მაქსიმუმ 300 და 700 დოლარი. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა მასშტაბის მაფიაზეა საუბარი. ეს არის ჩვეულებრივი მაფია, მთავარია, ჩვენ არ ავყვეთ მაფიის ინიციატივებს და მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილებები.

ამასთან ერთად, ჩვენ თავიდან ბოლომდე შევდივართ მშობლების მდგომარეობაში. მათი პოზიცია არის აბსოლუტურად გასაგები. იყო კონსულტაციები ჯანდაცვის სამინისტროში მშობლებთან. ყველა ფორმატში უნდა გაგრძელდეს კონსულტაციები. ჯანდაცვის სამინისტრო არის პასუხისმგებელი პრაგმატული გადაწყვეტილებების მომზადებაზე. კიდევ ერთხელ, მზად ვართ კონსულტაციებისთვის, მათ შორის, ეკლესიის წარმომადგენლებთან“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრემიერ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 124 სტატია.

  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიაფორმულა
  • უნგრეთის პრემიერს პირდაპირ ეთერში შეაფურთხეს | პეტერ მადიარი საჩივრის შეტანას არ აპირებსBM.GE
  • უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგებატვ პირველი
პრემიერ →

მსგავსი სტატიები

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

იმედი

პოლონეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სმარტფონების გამოყენება აიკრძალება

პოლონეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სმარტფონების გამოყენება აიკრძალება

იმედი

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენა

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენა

იმედი

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი