მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: აზერბაიჯანში ხელმოწერილი შეთანხმებები არის უპრეცედენტო მნიშვნელობის, ამ შეთანხმებებს აქვს პრინციპული მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისთვის
პრემიერი: აზერბაიჯანში ხელმოწერილი შეთანხმებები არის უპრეცედენტო მნიშვნელობის, ამ შეთანხმებებს აქვს პრინციპული მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისთვის

პრემიერი: აზერბაიჯანში ხელმოწერილი შეთანხმებები არის უპრეცედენტო მნიშვნელობის, ამ შეთანხმებებს აქვს პრინციპული მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისთვის

იმედი|imedinews.ge

აზერბაიჯანში ხელმოწერილი შეთანხმებები არის უპრეცედენტო მნიშვნელობის, ყველა ამ შეთანხმებას აქვს პრინციპული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში დანიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანულ მხარეს და აღნიშნა, რომ ეს ეს არ იყო სტანდარტული მოლაპარაკებები ორ მთავრობას შორის, არამედ ეს იყო მეგობრებს შორის დიალოგი.

„რეალურად, შედეგებიდან ჩანს, რომ მუდმივად იზრდება ჩვენი ქვეყნის როლი შუა დერეფანში, მთლიანად შუა დერეფნის როლიც იზრდება ზოგადად, გვერდით რომ გადავდოთ ცოტა ხნით ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობა ამ დერეფანში. 2020 წლის შემდეგ 7-ჯერ არის გაზრდილი ტვირთბრუნვა შუა დერეფანში. რა თქმა უნდა, ჩვენ ამით მაქსიმალურად უნდა ვისარგებლოთ და ვსარგებლობთ კიდეც და ამ კუთხით, ის შეთანხმებები, რომლებსაც ხელი მოვაწერეთ აზერბაიჯანში არის უპრეცედენტო მნიშვნელობის, დატვირთვის. სხვადასხვა მიმართულებით მოეწერა ხელი შეთანხმებებს და ყველა არის კავშირში ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის განვითარებასთან. ეს ეხება გაზის იმპორტს და გაზის ტრანზიტს, სადაც ძალიან სასარგებლო, უკიდურესად სასარგებლო შინაარსის შეთანხმებები გაფორმდა. რაც მთავარია, ჩვენ მივიღეთ სათანადო ფასები, მივიღეთ სათანადო მოცულობები, რაც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის და მადლობა უნდა გადავუხადოთ აზერბაიჯანულ მხარეს, ეს არ იყო სტანდარტული მოლაპარაკებები ორ მთავრობას შორის, ეს იყო მეგობრებს შორის დიალოგი, რამაც მოგვცა ძალიან სწორი შეთანხმება ყველა თემასთან დაკავშირებით, ეს ეხება გაზს - იმპორტს და ტრანზიტს, ეხება ელექტროენერგიის იმპორტსა და ტრანზიტს, ასევე ბაქო-თბილისი-სუფსის მილსადენს, რომელიც გაჩერებული იყო ბოლო 3 წლის განმავლობაში, შესაბამისად, ქვეყანა კარგავდა წელიწადში ათეულობით მლნ ლარის პოტენციურ შემოსავალს და ამ მილსადენის ფუნქციონირება აღდგება, აქაც გვაქვს საუკეთესო პირობები უზრუნველყოფილი. რაც შეეხება რკინიგზას, ბაქო-თბილისი- ყარსის რკინიგზა ამუშავდება თვის ბოლოდან და ამასთან ერთად, აღდგა სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. ყველა ამ შეთანხმებას აქვს პრინციპული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისთვის, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისთვის. კიდევ ერთხელ მადლობა აზერბაიჯანულ მხარეს მეგობრული დამოკიდებულებისა და შესაბამისი შეთანხმებისთვის და მადლობა ეკონომიკის სამინისტროს, მინისტრსა და მთლიანად მის გუნდს, რომელმაც მრავალთვიანი მოლაპარაკების საფუძველზე მოგვცა ეს იდეალური შედეგი“, - აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეთანხმება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • "მნიშვნელოვანი ელემენტია საფინანსო სექტორის სტაბილურობისათვის" - კოვზანაძე WB-სთან გაფორმებულ შეთანხმებაზეBM.GE
  • საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 35 მლნ. აშშ დოლარის გამოყოფას "საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტისთვის"რუსთავი 2
  • ირანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შეაჩერაფორმულა
  • სომხეთმა დაამტკიცა “ტრამპის მარშრუტის” შეთანხმების რატიფიცირების კანონპროექტინეტგაზეთი
შეთანხმება →აზერბაიჯანის →პრემიერ →

მსგავსი სტატიები

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი